ჟენევის მოლაპარაკებების მომავალი: დიპლომატიის როლი კონფლიქტის ტრანსფორმაციისთვის დისკუსია, სამხრეთ ოსეთის პირობითი ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ ბოლო პერიოდში გახშირებული ინციდენტების, რუსეთის ჯარის მიერ მავთულხლართების გავლებისა და ე.წ. სასაზღვრო დაფების დადგმის თაობაზე გააქტიურებული მსჯელობების ფონზე წარიმართა.
ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოში: გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების ასპექტები 2015 წლის 24 ივნისს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროში საჯარო დისკუსია თემაზე „ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოში - გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების ასპექტები" გაიმართა.
რიგის სამიტი: ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (აღმოსავლეთის პარტნიორობის) მომავალი რატომ ასცდა ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და მისი აღმოსავლეთის პარტნიორობა რეალობას? რამ გამოიწვია იმაზე მაღალი მოლოდინის შექმნა რიგის სამიტის მიმართ, ვიდრე შესაძლებელი იყო? რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს იმედგაცრუებას საქართველოსა და ევროკავშირის სხვა აღმოსავლელ პარტნიორებს შორის?
როგორ შეცვალა სამოქალაქო აქტივიზმმა ადგილობრივი დემოკრატია - ქუთაისი რა არის სამოქალაქო ატივიზმი და რამდენად უწყობს იგი ხელს ჩამოაყალიბოს დემოკრატიული პროცესები ადგილზე. ვინ არიან მთავარი აქტორები და რამდენად დიდია სურვილი ცვლილებებისა პოზიტიურ ჭრილში.
როგორ შეცვალა სამოქალაქო აქტივიზმმა ადგილობრივი დემოკრატია - ბათუმი რამდენად ასახავს ადგილობრივი თვითმმართველობა ადგილობრივი საზოგადოების ინტერესებს? რამდენად აქტიურია საზოგადოება საიმისოდ, რომ თავისთვის საჭირბოროტო საკითხები ადგილზევე მოაგვაროს და პოლიტიკის საგნად აქციოს?
როგორ შეცვალა სამოქალაქო აქტივიზმმა ადგილობრივი დემოკრატია 2015 წლის 23 აპრილის საჯარო დისკუსიის „როგორ შეცვალა სამოქალაქო აქტივიზმმა ადგილობრივი დემოკრატია“ მიზანი სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სივრცის და სტიმულის მიცემა იყო, ემსჯელათ თუ რა პოტენციალი აქვს ადგილებზე დემოკრატიის განვითარებას.
ვის ეშინია გენდერული კვოტების? პოლიტიკის საჯარო სივრცეში გააქტიურებული დისკუსია გენდერული კვოტირების შესახებ ცხარე დებატების საგნად იქცა. სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებში მწიფდება განწყობა, რომ გენდერული კვოტირება აუცილებელია ქვეყანაში გენდერული თანასწორობის ხარისხის გასაუმჯობესებლად, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
შრომის კულტურა და რელიგიური დისკურსი საქართველოს სხვადასხვა თემში რა გავლენას ახდენს რელიგია შრომის კულტურასა და საზოგადოების განვითარებაზე? რა გავლენას ახდენს ესა თუ ის აღმსარებლობა, რელიგია ადამიანთა საქმიანობაზე, მათ შრომით ეთიკაზე, წარმოდგენებზე შრომასთან დაკავშირებით? როგორია სხვადასხვა რელიგიური ინსტიტუტების ღირებულებების გავლენა მორწმუნეთა ეკონომიკურ ქცევაზე, მათ შრომისადმი დამოკიდებულებაზე?
როგორ დავიცვათ პირადი ცხოვრება? დისკუსიას თემაზე „როგორ დავიცვათ პირადი ცხოვრება?“ ბევრი ადამიანი არ დასწრებია, რაც ალბათ მიუთითებს კიდეც იმაზე, რამდენად აქვს გაცნობიერებული საზოგადოებას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების არსი და რამდენად ინტერესდება საკუთარი პირადი სივრცის დაცულობით ან დაუცველობით.
ვის ეკუთვნის ქალაქი: თვითმმართველობა და ურბანული პოლიტიკა როგორ წარმოუდგენია ხალხის მიერ არჩეულ ქალაქის ხელისუფლებას საზოგადოებასთან ურთიერთობა და ქალაქის წინაშე არსებული პრობლემების მასთან ერთად გადაწყვეტა? როგორ ხედავს თბილისის და მისი მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზებს ერთი მხრივ, ქალაქის ხელისუფლება და მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოება?