როგორია ომის ფოტოგრაფია? საქართველოს ეროვნული არქტივის ფოტოკოლექციის მაგალითზე ნინო ძანძავა ომის ფოტოქრონიკაზე გვესაუბრება.
სალექციო კურსი "ომი და მშვიდობა" წარმოგიდგენთ ლექციას ომის ფოტოგრაფიულ მემკვიდრეობაზე. ომის ფოტოქრონიკაზე, საქართველოს ეროვნული არქივის ფოტოკოლექციის მაგალითზე, სტუდენტებს ესაუბრა არქივისტი და კინომცოდნე ნინო ძანძავა.
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო 2018 წლის 1 ნოემბრიდან 2019 წლის იანვრამდე ახორციელებს სალექციო კურსს "ომი და მშვიდობა", რომლის ფარგლებში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები კითხულობენ მოხსენებებს სამშვიდობო პოლიტიკის, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების ისტორიის, ომისა და მშვიდობის გაშუქებისა და დოკუმენტაციის, გენდერისა და კონფლიქტის ურთიერთიმიმართების შესახებ. სალექციო კურსის ფარგლებში ჩატარდება 12 ლექცია. ამ ლექციებიდან 3 ლექცია იქნება საჯარო, რომლებსაც წაიკითხავენ ფლორიან მიულფრედი, თომას დე ვაალი და ანდრეას უმლანდი. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი თავის ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში დაინტერესებულ პირებს გაუზიარებს მომხსენებლების აკადემიურ სტატიებს ინგლისურ და ქართულ ენებზე.
სალექციო კურსში მონაწილეობის მისაღებად წინასწარ გამოცხადდა კონკურსი, რომლის ფარგლებში შემოვიდა 41 განაცხადი. სამოტივაციო წერილის, CV-ის და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 27 სტუდენტი, რომლებიც სწავლობენ სოციალურ-პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებების, ასევე სამართლის მიმართულებით.
ნინო ძანძავას ლექციის ვიდეო ჩანაწერი ნახეთ მოცემულ ბმულზე: