გასულ წელს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა და ევროკავშირმა გამოაცხადა მზადყოფნა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც თორმეტი პრიორიტეტი შესრულდება. ერთ-ერთი ასეთი პრიორიტეტი ეხება მედია გარემოს, რომელიც უნდა იყოს თავისუფალი, პლურალისტური და დამოუკიდებელი. სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მოვლენები უნდა იქნას შესწავლილი სხვადასხვა პერსპექტივიდან, რათა მოსახლეობას მივცეთ სრულყოფილი წარმოდგენა და შემცირდეს პოლარიზაცია.
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი მხარს უჭერს ონლაინ მედიასაშუალებას ნეტგაზეთს ახალი ამბების, რეპორტაჟების, სიღრმისეული ინტერვიუების, ანალიტიკური სტატიებისა და მულტიმედიური მასალების ქართულ ენაზე გამოქვეყნებაში. ნეტგაზეთი თანმიმდევრულად აშუქებს სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოვლენებს, ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით. იგი გამოირჩევა მიუკერძოებელი, კარგად დაბალანსებული რეპორტინგით. ნეტგაზეთი ყოველდღიურად აქვეყნებს ორ-სამ სტატიას სამხრეთ კავკასიის რეგიონზე და ყოველთვიურად ქვეყნდება ერთი ანალიტიკური სტატია სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებზე. პროექტის ერთ-ერთი გრძელვადიანი მიზანია ხელი შეუწყოს მეზობელი ქვეყნების და იქ მცხოვრები სხვადასხვა ჯგუფების მიმღებლობის გაზრდას.