სომხურ-ქართული მეზობლობა: მსგავსი მიმართულებები თუ განსხვავებული გზები?

empty!

საქართველო და სომხეთი ცდილობდნენ კეთილმეზობლური ურთიერთობის ჩამოყალიბებას საუკუნეების განმავლობაში. ამ ორ ქვეყანას შორის გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს სამეზობლო კონკურენცია, თუმცა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ამ ქვეყნების მთავრობებმა გადადგეს მთელი რიგი ნაბიჯები რათა განევითარებინათ საერთო ინიციატივები კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში. სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო მხარს უჭერს ორ ქვეყანას შორის რეგიონულ დიალოგს. სწორედ ამიტომ, ფონდის ოფისმა აღიარებულ პოლიტოლოგებს და ანალიტიკოსებს, გიორგი თარხან-მოურავს, არსენ ხარატიანს და დავით ჰოვანისიანს სთხოვა  შეეფასებინათ სომხეთ-საქართველოს ურთიეთობები იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ეს ქყვეყნები დღესდღეობით სხვადასხვა პოლიტიკური და ეკონომიკური პროექტების ნაწილი არიან. მათი საშინაო და საგარეო პრიორიტეტები ასევე განსხვავდება ერთმანეთისგან. გადაკვეთის წერტილების და წინააღმდეგობრივი საკითხების გარდა, ავტორებმა გარკვეული რეკომენდაციები დასახეს თუ როგორ შეიძლება ამ ორ ქვყენას შორის თანამშრომლობის გაღრმავება.