შეთანხმებული კამპანია აფხაზეთის საპრეზიდენტო კანდიდატებმა ხელი მოაწერეს ქარტიას „სამართლიანი არჩევნებისთვის“ და წესების დაცვით თამაშის პირობა დადეს, რათა 2004 წლის არჩევნების მსგავსი სიტუაცია აღარ განმეორდეს. უკვე დღეს წინასაარჩევნო ბრძოლა სრული ტემპით მიმდინარეობს. ერთ-ერთ კანდიდატს – სერგეი შამბას – რამდენიმე ათეულმა გავლენიანმა პირმა გამოუცხადა მხარდაჭერა. ყველაფერი სამართლიანად მოხდა. ამ შეხვედრაზე შავ პიარს ადგილი არ ჰქონია. ავტორი ანტონ კრივენიუკი
პროკურორი, ელჩი თუ მოჭიდავე ნოემბერში სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია, თუმცა დღემდე ბუნდოვანია იმ პოლიტიკოსთა ვინაობა, რომლებიც პრეზიდენტის სავარძლისთვის იბრძოლებენ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს, ედუარდ კოკოითს, კონსტიტუციის თანახმად, მესამე ვადითკენჭისყრის უფლება არ აქვს. ავტორი მარია ბესტაევა
შამბა – კრემლის არჩევანი შამბა – კრემლის არჩევანი აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსკოვს არა მარტო სხვა ტაქტიკის, არამედ პრინციპულად ახალი მიდგომის არჩევა მოუწევს. ავტორი ოლგა ალიონოვა
ბაღაფშის ეპოქის დასასრული გასულ კვირას აფხაზეთმა უკანასკნელ გზაზე გააცილა თავისი პრეზიდენტი. სერგეი ბაღაფში 29 მაისს, მოსკოვში, ფილტვზე გაკეთებული რთული ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. 2 ივნისს სამგლოვიარო ცერემონიალს ათიათასობით ადამიანი დაესწრო. მათ შორის იყო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც. აფხაზეთის მეორე პრეზიდენტი ოჩამჩირის რაიონში, მშობლიურ სოფელ ჯგერდაში დაკრძალეს. ავტორი ანტონ კრივენიუკი
შეწყვეტილი მომსახურება ორ წელიწადნახევრის განმავლობაში, კომპანია “სეილორი” ვაშინგტონში დე-ფაქტო მთავრობების ერთგვარ ოფისს წარმოადგენდა. კომპანიის თანამშრომლები საქართველოს კონფლიქტების თემატიკაზე ანალიტიკურ ცენტრებში გამართულ ყველა დისკუსიას ესწრებოდნენ, სახელმწიფო დეპარტამენტსა და სენატში შეხვედრებს აწყობდნენ, ჰქონდათ ურთიერთობა ამერიკულ მედიასთან. ავტორი ოლესია ვართანიანი
აფხაზური ელდორადო აპრილში ოფიციალური სოხუმი ძალიან აქტიური იყო. პრეზიდენტი ბაღაფში თურქეთში ჩავიდა, სოხუმს ისრაელის მთავრობასთან დაახლოებული ისრაელელი ბიზნესმენები სტუმრობდნენ, მანამდე კი აფხაზეთში წარმომადგებლობითი გერმანული დელეგაცია ჩამოვიდა, რომლის შემადგენლობაში გერმანიის ზოგიერთი მიწის მინისტრებიც კი იყვნენ. ამ ვიზიტების შემდეგ ზოგიერთმა ექსპერტმა თქვა, რომ სოხუმმა სხვა, არარუსულ სამყაროში ფანჯრის გაჭრა დაიწყო. ავტორი ინალ ხაშიგი
წინამძღვარი თუ დამხმარე? მოსკოვის საპატრიარქო ახალი ათონის მონასტერში ახალი წინამძღვრის დანიშვნას ცდილობს. აფხაზეთში მიიჩნევენ, რომ მეზობელი ქვეყნიდან აფხაზეთის ეკლესიაში მსგავსი ჩარევა აფხაზური დამოუკიდებლობისთვის კიდევ ერთი სერიოზული გამოცდაა. ავტორი ინალ ხაშიგი
მოსკოვი - ბაღაფშის დედაქალაქი მოსკოვში ბოლო ვიზიტისას ერთ-ერთი რუსული გამოცემისათვის მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა: “ჩემთვის მოსკოვი იყო დედაქალაქი და დედაქალაქადვე არჩება ისევე, როგორც რუსეთი – ჩვენს დიდ და ძლევამოსილ სახელმწიფოდ.”ეს სიტყვები თუნდაც ცნობილ აფხაზ მწერალს, მხატვარს ან მომღერალს რომ ეთქვა, სავარაუდოდ, ცოტა ვინმე თუ მიაქცევდა ყურადღებას. ავტორი ინალ ხაშიგი
აფხაზური დემოკრატიის თავისებურებანი სოხუმში გამალებული მშენებლობაა – გზებზე ახალი საფარი და ძვირადღირებული ავტომობილები; სახლებში – რემონტი და ახალი ავეჯი. დღევანდელი აფხაზეთი ვერ შეედრება ბლოკადისა და ნგრევის იმ პერიოდს, როცა ხალხს საღამოობით გაუნათებელ ქუჩებში გასვლის ეშინოდა, სახლებში სახურავიდან წყალი ჟონავდა, გზები დანგრეული იყო და ლუკმა-პურის შოვნა მხოლოდ რუსეთის საზღვარზე მანდარინების გაყიდვით იყო შესაძლებელი. ავტორი ანტონ კრივენიუკი
რას საქმიანობს თურქეთი აფხაზეთში? 1996 წლიდან აფხაზეთი დსთ-ს მიერ დაკისრებული ეკონომიკური ბლოკადის პირობებში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ 2000 წლიდან რუსეთმა, ფაქტობრივად, ეკონომიკური სანქციების უგულებელყოფა დაიწყო, აფხაზეთთან საზღვაო ვაჭრობას მაინც ვერ ახერხებდა. დაბრკოლება საქართველოს სანაპირო დაცვა იყო. ავტორი ნიკ კლეიტონი