მწვანე აკადემია

მწვანე აკადემია

2015 წელს ჰაინრიჰ  ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ დაიწყო ახალი პორექტი - მწვანე აკადემია, რომლის მიზანია, შექმნას ახალგაზრდა აქტივისტების, ჟურნალისტების, მეცნიერების და პოლიტიკოსების რეგიონული პლატფორმა მდგრადი განვითარების პოლიტიკის საკითხებზე  თანამშრომლობისათვის,  სამხრეთ კავკასიის საზოგადოებების ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ განვითარების საკითხებში მდგრადი და მწვანე პოლიტიკის პრინციპებისა და  ფასეულობების ხელის შეწყობა და საჯარო დისკუსიის სტიმულირება.

ვრცლად

მწვანე აკადემია 2017

აკადემიები

ინტერვიუ ულრიხ ბრანდთან

გთავაზობთ კასელის უნივერსიტეტის დოქტორანტის - ია ერაძის ინტერვიუს ვენის უნივერსიტეტის პროფესორთან - ულრიხ ბრანდთან. პროფესორი ბრანდი იკვლევს და ასწავლის გლობალიზაციას და მის კრიტიკას, გლობალურ მმართველობასა და სახელმწიფოს ტრანსფორმაციას, გარემოსდაცვით და რესურსების პოლიტიკას და  სოციალურ მოძრაობებს.  არის სხვადასხვა აკადემიური სამეცნიერო ჟურნალის კოლეგიის წევრი.

მწვანე აკადემია 2018 - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობისთვის: შესაძლებლობები და შეზღუდვები

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ 2018 წლის მწვანე აკადემიის ფარგლებში, ისევ შემოიკრიბა ახალგაზრდა აქტივისტები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მეცნიერები, მკლევრები. პროგრამა 4 ძირითად მიმართულებას ითვალისწინებდა: სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა, მწვანე ტრანსფორმაცია, საზოგადოება და ბრძოლების დაკავშირება.

ვრცლად

მწვანე ქსელი

მწვანე აკადემიის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს მდგრადი განვითარების პრინციპების საფუძველზე ალტერნატიული პოლიტიკის ხედვებისა და მიდგომების შემუშავებისთვის პლატფორმის შექმნა მნიშვნელოვანი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების გადასაწყვეტად სამხრეთ კავკასიაში. აქ ნახავთ ინფორმაციას აკადემიის მონაწილეების თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესახებ.

კონკურსი მწვანე აკადემიის მონაწილეებისთვის

მწვანე აკადემია სრულფასოვანი კვლევების განხორციელების საშუალებას აძლევს ახალგაზრდა მეცნიერებს, რომლებსაც საქართველოში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ-გარემოსდაცვით საკითხებზე ჩაღრმავებულად მუშაობის სურვილი აქვთ.

ვრცლად