1989-2009: საზოგადოების და სახელმწიფოს ტრანსფორმაცია - ეროვნული მოძრაობიდან სამოქალაქო პროტესტამდე 1989-2009 წლების მოვლენების გააზრების მცდელობა, დაშვებული შეცდომების მიზეზების ძებნა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ტრანსფორმაცია, გავლილი წლებიდან გამოცდილების გამოტანა და გამოსავლის ძიება პოლიტიკური კრიზისიდან, რომელიც შეიქმნა ქვეყანაში - ამ თემებზე დისკუსიის სამივე მომხსენებელმა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.
მოდერნიზაციის პროექტი საქართველოში 18 მარტი, 2009ზაალ ანდრონიკაშვილი - ლიტერატურის და კულტურის ცენტრის მეცნიერ-თანაშრომელი, ბერლინიეკა აღდგომელაშვილი - გენდერის სპეციალისტი/ფონდი "ინკლუზივი"გიგა ზედანია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მოდერაცია: გიორგი გვახარია
პოლიტიკური ალტერნატივა: რეფერენდუმის სტრატეგია? გია ნოდიამ რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნაზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მოთხოვნის ფსევდორესპექტაბელურობა ცუდ პრეცედენტს ქმნის. სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს მოთხოვნა არანაკლებ გაუმართლებელია, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში, პრეზიდენტის გადადგომისკენ იძულება ეწინააღმდეგება კონსტიტუციონალიზმის ლოგიკას, რაგორც არ უნდა იყოს იგი შეფუთული.