აღმოსავლეთ-დასავლეთის სამეცნიერო დიალოგი
2018 წლის 16 თებერვალს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ წიგნის სახლ ლიგამუსში გამართა ახალი გამოცემის "საზღვრებს მიღმა: კონფლიქტი და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში" პრეზენტაცია და საჯარო დისკუსია თემაზე: "აღმოსავლეთ-დასავლეთის სამეცნიერო დიალოგი". დებატებზე მომხსენებლებმა ისაუბრეს სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, სამხრეთ კავკასიის და ევროპის ქვეყნებს შორის აკადემიურ დისკუსიასა და დღესდღეობით საქართველოში სამეცნიერო სფეროს განვითარების კუთხით არსებული ძირითადი გამოწვევების შესახებ.
გთავაზობთ საჯარო დებატების ორი მონაწილის - მარინე ჩიტაშვილის და თამარ ცხადაძის მოხსენებების ტექსტს.