სალექციო კურსი "ომი და მშვიდობა"

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი 2018 წლიდან სამი წლის მანძილზე ახორციელებდა სალექციო კურსს "ომი და მშვიდობა", რომლის ფარგლებში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები კითხულობდნენ მოხსენებებს სამშვიდობო პოლიტიკის, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების ისტორიის, ომისა და მშვიდობის გაშუქებისა და დოკუმენტაციის, გენდერისა და კონფლიქტის ურთიერთიმიმართების შესახებ.

 

ლილია ჩიხლაძე სალექციო კურსზე საუბრობს

50-მდე სტუდენტმა უკვე მიიღო მონაწილეობა სალექციო კურსში, რომელიც კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებს ეხება. 2020 წელს, სტუდენტებს და დაინტერესებულ ახალგაზრდებს კვლავ ვთავაზობთ სალექციო კურსში მონაწილეობის შესაძლებლობას. "ომი და მშვიდობა", პანდემიის მიზეზით, ონლაინ კურსად გარდავქმენით; რაც ნიშნავს, რომ განაცხადების მიღება რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებისგანაც შეგვიძლია.

სალექციო კურსი "ომი და მშვიდობა" მონაწილეების შერჩევას იწყებს - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnail Watch on YouTube

ვიდეო ჩანაწერები