კრებული ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა მასმედიის როლი კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებში, ინდივიდუალური გამოხატვის ფორმები ფეისბუკზე, ლუგარის ცენტრზე რუსულ-ოსური დეზინფორმაციული შეტევის გავლენა სოციალური მედიის ქართველ მომხმარებელთა წარმოდგენებზე ცხინვალის შესახებ და კამპანიებისა და საპროტესტო აქციების მნიშვნელობა.
წინამდებარე კვლევა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც ჩვენს სივრცეში აუცილებელია კონკრეტული ურბანული სივრცული მოდელის – დახურული სამეზობლოს გარშემო ცოდნის მოგროვება და გაანალიზება.