სალექციო კურსი სტუდენტებისთვის "ომი და მშვიდობა"

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო 2018 წლის 1 ნოემბრიდან 2019 წლის იანვრამდე ახორციელებს სალექციო კურსს "ომი და მშვიდობა", რომლის ფარგლებში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები კითხულობენ მოხსენებებს სამშვიდობო პოლიტიკის, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების ისტორიის, ომისა და მშვიდობის გაშუქებისა და დოკუმენტაციის, გენდერისა და კონფლიქტის ურთიერთიმიმართების შესახებ. სალექციო კურსის ფარგლებში ჩატარდება 12 ლექცია. ამ ლექციებიდან 3 ლექცია იქნება საჯარო, რომლებსაც წაიკითხავენ ფლორიან მიულფრედი, თომას დე ვაალი და ანდრეას უმლანდი. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი თავის ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში დაინტერესებულ პირებს გაუზიარებს მომხსენებლების აკადემიურ სტატიებს ინგლისურ და ქართულ ენებზე.

სალექციო კურსში მონაწილეობის მისაღებად წინასწარ გამოცხადდა კონკურსი, რომლის ფარგლებში შემოვიდა 41 განაცხადი. სამოტივაციო წერილის, CV-ის და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 27 სტუდენტი, რომლებიც სწავლობენ სოციალურ-პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებების, ასევე სამართლის მიმართულებით.

ომის ფოტოქრონიკა

როგორია ომის ფოტოგრაფია? საქართველოს ეროვნული არქტივის ფოტოკოლექციის მაგალითზე ნინო ძანძავა ომის ფოტოქრონიკაზე გვესაუბრება.

თომას დე ვაალის საჯარო ლექცია

თომას დე ვაალი თავის საჯარო ლექციაში აანალიზებს თუ როგორ შეიცვალა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტები წლების განმავლობაში

ავტორი თომას დე ვაალი

ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების სამშვიდობო ინიციატივები

კავკასიური სახლის დირექტორი, ვანო აბრამაშვილი საუბრობს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების სამშვიდობო ინიციატივებზე. 

რატომ არის პოსტ-კომუნისტური ნაცრისფერი ზონა კვლავ ნაცრისფერი

არსებობს ხუთი პოტენციური გადაწყვეტა იმ პრობლემის, რომელიც უკავშირდება უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის და აზერბაიჯანის არსებულ მდებარეობას უსაფრთხოებისა და პოლიტიკური თვალსაზრისით დისტანციურ ადგილას.

ახალგაზრდების როლი კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესში

სალომე ადამია, მშვიდობის აქტივისტი კითხულობს მოხსენებას ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის  ბიუროს სალექციო კურსისთვის "ომი და მშვიდობა".

გერმანია და რეგიონული კონფლიქტები საქართველოში

ჰუბერტ ქნირში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კითხულობს მოხსენებას თემაზე "გერმანია და რეგიონული კონფლიქტები საქართველოში", სალექციო კურსისთვის "ომი და მშვიდობა".