სამხრეთ კავკასიის ამბები (2014-2016) (დასრულებული პროექტი) პროექტი სამხრეთ კავკასიის ამბები წარმოადგენს netgazeti.ge-სთან თანამშრომლობას და მისი მთავარი მიზანია სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ქართულენოვანი აუდიტორიის ინფორმირება netgazeti.ge-ს და გაზეთ “ბათუმლების” მეშვეობით.
CAUCADOC (2013) (დასრულებული პროექტი) პროექტი CAUCADOC ჩეხურ ორგანიზაცია „People in Need“-თან თანამშრომლობას წარმოადგენს. პროექტი ევროკომისიის მიერ დაფინასებული ფართო პროგრამის ნაწილი იყო, რომელიც დოკუმენტური ფილმის წარმოებას უწყობდა ხელს და მთელ კავკასიას მოიცავდა 2012-14 წლებში. ჰბფ-სთან თანამშრომლობა 2013 წელს შედგა, როდესაც ფესტივალის ნაწილი ფონდის მიერ იქნა დაფინანსებული.
ომით გაყოფილი საზოგადოებები 20 წლის შემდეგ: სამშვიდობო პოლიტიკა და შერიგების რესურსები სოხუმის დაცემიდან 20 წლის თავზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა საზოგადოებას კონფლიქტების თემაზე კიდევ ერთი დისკუსია შესთავაზა.
ომით გაყოფილი საზოგადოებები 20 წლის შემდეგ: სამშვიდობო პოლიტიკა და შერიგების რესურსები აფხაზეთის ომის დასრულებიდან 20 წლის შემდეგ, კონფლიქტები ის თემაა, რომლითაც ჰინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კვკასიის რეგიონულმა ბიურომ დებატების მორიგი სერია გახსნა ქუთაისში.
ომით გაყოფილი საზოგადოებები 20 წლის შემდეგ: სამშვიდობო პოლიტიკა და შერიგების რესურსები ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ბათუმში ორგანიზებული საჯარო დისკუსია ამჯერად საქართველოში არსებულ კონფლიქტების თემას მიეძღვნა.
ჟენევის პროცესი და კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაცია: ახალი პოლიტიკური რეალობა როგორია ახალი პოლიტიკური რეალობა და რას გულისხმობს კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაცია? რა არის ის უმთავრესი პრობლემები, რომელიც ახლავს ჟენევის პროცესს? რატომ არის ჟენევის მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი?
დემოკრატიზაციის კრიზისი და ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში რა უშლის ხელს კონფლიქტების დარეგულირებას სამხრეთ კავკასიაში, მით უმეტეს, თუ აქ არ დგას „ეთნიკური შეუთავსებლობის“ ფუნდამენტური პრობლემა, როგორც ამბობს თომას დე ვაალი, კარნეგის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, თუ კონფლიქტში ჩართულ ხალხს ერთმანეთის საწინააღმდეგო არაფერი აქვს და ეს ცნებაც საფუძველს არის მოკლებული.
პასუხის მოლოდინში გასული ცხოვრება "გილოცავთ დღევანდელ დღეს. გმადლობთ, რომ გვინახულეთ, წყალტუბოელი დევნილები არავის ახსოვს. შემიძლია მხოლოდ ჩემი ლექსი გაჩუქოთ". - დისკუსიის დასრულების შემდეგ ხანშიშესული მამაკაცი მიახლოვდება და დაკეცილ ბარათს მორიდებით მაწვდის. როინ ფანგანს შარშან გამართულ დისკუსიებზეც შევხვედრივართ. ის სანატორიუმ "აია"-ში ცხოვრობს, ობოლ შვილიშვილს ზრდის. სანატორიუმ "შახტიორ"-ში ჩვენს მოსასმენად მოვიდა. დარბაზში სხვებიც არიან, ვინც ადრეც დასწრებია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზებულ დისკუსიებს.
დევნილთა ინტეგრაციის საკითხები დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში დევნილთა ინტეგრაციის საკითხებზე მსჯელობა საქართველოში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებით ხასიათდება – თავად დევნილები ხშირად ინტეგრაციას განიხილავენ როგორც დაბრუნების ხელისშემლელ ფაქტორს და ნაკლებად მიიჩნევენ ამ პროცესს მათთვის, თუ ზოგადად სოციალურ ცხოვრებაში მიმდინარე დადებით ცვლილებად.
დევნილობაში დაბადებულები – ახალი თაობა ძველი პრობლემებით ქვეყნაში იძულებით გადაადგილებული პირების ინტეგრაციის საკითხი, დღემდე აქტუალური პრობლემაა. ინტეგრაციის არარსებობას განიცდიან როგორც აფხაზეთში და სამაჩაბლოში დაბადებული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ასევე ის ადამიანები, რომლებიც უკვე დევნილობაში დაიბადნენ.