საქართველო-სომხეთის თანამშრომლობა საპირისპირო პოლიტიკური პროექტების მიჯნაზე გამოქვეყნებული: 24 ნოემბერი 2015 2015 წლის 20 ნოემბერს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა უმასპინძლა საჯარო დისკუსიას საქართველო-სომხეთის თანამშრომლობა საპირისპირო პოლიტიკური პროექტების მიჯნაზე. გთავაზობთ დისკუსიის ვიდეოჩანაწერს.
როგორ შეცვალა სამოქალაქო აქტივიზმმა ადგილობრივი დემოკრატია გამოქვეყნებული: 29 აპრილი 2015 2015 წლის 23 აპრილის საჯარო დისკუსიის „როგორ შეცვალა სამოქალაქო აქტივიზმმა ადგილობრივი დემოკრატია“ მიზანი სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სივრცის და სტიმულის მიცემა იყო, ემსჯელათ თუ რა პოტენციალი აქვს ადგილებზე დემოკრატიის განვითარებას.
შრომის კულტურა და რელიგიური დისკურსი საქართველოს სხვადასხვა თემში გამოქვეყნებული: 20 ნოემბერი 2014 რა გავლენას ახდენს რელიგია შრომის კულტურასა და საზოგადოების განვითარებაზე? რა გავლენას ახდენს ესა თუ ის აღმსარებლობა, რელიგია ადამიანთა საქმიანობაზე, მათ შრომით ეთიკაზე, წარმოდგენებზე შრომასთან დაკავშირებით? როგორია სხვადასხვა რელიგიური ინსტიტუტების ღირებულებების გავლენა მორწმუნეთა ეკონომიკურ ქცევაზე, მათ შრომისადმი დამოკიდებულებაზე?
პოლიტიკა და კულტურა სახელმწიფოს და საზოგადოების ურთიერთობის ჭრილში გამოქვეყნებული: 21 სექტემბერი 2012 რამდენად განსაზღვრავს სახელმწიფო და პოლიტიკა კულტურის ერთი და ოფიციალურად დაშვებული „იდეოლოგიზირებული“ მიმართულებით ფორმირებას, და როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს პოლიტიკა იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს ღია, თავისუფალი და ინკლუზიური გარემოს შესახებ საუბარი? არის თუ არა „რადიკალური“ ცვლილება ქართულ კულტურაში და რამდენად მნიშვნელოვანია არსებული კულტურული მეხსიერების შენარჩუნება საზოგადოებრივი განვითარებისთვის?
შრომითი კოდექსი და მუშათა მოძრაობა გამოქვეყნებული: 27 თებერვალი 2013 არის თუ არა დამსაქმებელი დასაქმებულის მტერი და რა და რატომ იცვლება მოქმედ შრომის კოდექსში, რომელიც 2006 წელს იქნა მიღებული; არის თუ არა შრომის კოდექსი დისკრიმინაციული და შეიძლება თუ არა შრომა განხილული იყოს, როგორც საქონელი - განსხვავებული შეფასებები და მიდგომები?
ცენტრიდან თუ ცენტრისკენ: რეგიონალიზმი და ადგილობრივი თვითმმართველობა გამოქვეყნებული: 22 თებერვალი 2013 გენო გელაძე, დემოკრატიის ინსტიტუტის თავმჯდომარე ალექსანდრე ჩიტიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ლოსაბერიძე, ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის ექსპერტთა ჯგუფის წევრი ნინა ხატისკაცი, საარჩევნო საკითხების სპეციალისტი
საარჩევნო გამოწვევები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის: ტესტი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ეფექტიანობის გასაზომად გამოქვეყნებული: 17 სექტემბერი 2012 „როგორ ავიცილოთ ის საფრთხეები, რომლებიც ჩვენს წინ დგას ამ ორი კვირის განმავლობაში. როგორ დავიცვათ დემოკრატია ჩვენს ქვეყანაში?” - როდესაც ეს შეკითხვა ისმებოდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე საათში ეს კითხვა წინასაარჩევნოდ განვითარებული მოვლენების ფონზე ზედმიწევნით აქტუალური გახდებოდა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სოციალური და პოლიტიკური მოღვაწეობის გზაზე: რესურსები და პრობლემები გამოქვეყნებული: 10 ივლისი 2012 შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების საჭიროებებზე 10 ივლისს ბათუმში, პრესკაფეში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიაზე ისაუბრეს.
პოლიტიკა და რელიგია: დესეკულარიზაციის ტენდენცია გამოქვეყნებული: 20 ივნისი 2012 საქართველოში დესეკულარიზაცია არ მიმდინარეობს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის არც ყოფილა სეკულარული სახელმწიფო - მთავარი გზავნილი დისკუსიიდან, რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში თემაზე “პოლიტიკა და რელიგია: დესეკულარიზაციის ტენდენცია” გაიმართა.
იდეის დისკრედიტაცია: რას ნიშნავს ლიბერალიზმი საქართველოში? გამოქვეყნებული: 30 მაისი 2012 როგორ იქნა გაგებული ფართო საზოგადოების მიერ ლიბერალიზმის იდეა და ლიბერალური ღირებულებების არსი, ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ წლების შემდეგაც საკამათო ხდება დასავლურ ღირებულებათა გაგება, მათი მიღება-მიუღებლობა კვლავაც ტრადიციებზე უარის თქმასთან ასოცირდება და ფართო ფენებისათვის ამ ჭრილში განიხილება.