სტატიაში წარმოდგენილია 1917-1921 წლებში საქართველოში მოქმედი ძირითადი პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბების ისტორია, მათი საქმიანობა რუსეთის საიმპერიო რეჟიმის პირობებში, მათი მოღვაწეობა 1917 წლის თებერვლის რევოლუციიდან საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე პერიოდში.
კრებული ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა მასმედიის როლი კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებში, ინდივიდუალური გამოხატვის ფორმები ფეისბუკზე, ლუგარის ცენტრზე რუსულ-ოსური დეზინფორმაციული შეტევის გავლენა სოციალური მედიის ქართველ მომხმარებელთა წარმოდგენებზე ცხინვალის შესახებ და კამპანიებისა და საპროტესტო აქციების მნიშვნელობა.
წინამდებარე კვლევა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც ჩვენს სივრცეში აუცილებელია კონკრეტული ურბანული სივრცული მოდელის – დახურული სამეზობლოს გარშემო ცოდნის მოგროვება და გაანალიზება.
სურსათის ნარჩენების პრობლემურობა რამდენიმე განზომილებას მოიცავს, ესენია: გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ასპექტები. ნარჩენების არასწორად მართვა კი დაკარგული, ტყუილად დახარჯული რესურსია.
პლასტმასის ატლასის შექმნაზე მუშაობდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი და მოძრაობა "დაიხსენი თავი პლასტმასისგან. პირველი საერთაშორისო ვერსია გამოიცა ინგლისურ ენაზე. მოგვიანებით კი ითარგმნა ქართულ ენაზე. ქართულენოვან პუბლიკაციაში რამდენიმე სტატიაა საქართველოში პლასტმასის ნარჩენებსა და მართვაზე.
პუბლიკაცია "მწვანე საკითხავი: თანამედროვე დისკუსია ეკოლოგიისა და განვითარების შესახებ" წარმოადგენს თარგმანების კრებულს და ის შემდეგ საკითხებს ეხმიანება.