ცვლილების მანდატით: შეძლებს თუ არა საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს ეფექტურ თავმჯდომარეობას? მიუხედავად იმისა, რომ ქართული კულტურული თვითმყოფადობისთვის თამადობა – ტრადიციული ცერემონიების გაძღოლა – სიახლე არ არის, ენერგეტიკული გარდაქმნის გზაზე მდგარ საქართველოს ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს მეთაურობა პირველად მოუწევს. მაგრამ რას ნიშნავს ეს პრეზიდენტობა რეალურად? მხოლოდ ცერემონიული როლია თუ საქართველოსთვის რეალური გავლენის მიმნიჭებელი ენერგეტიკული ტრანსფორმაციის გზაზე? ირაკლი სამხარაძე
„ხალხის“ დასაცავად: როგორ ეხმარება ანტი-ლგბტქ იდეები ქართულ ოცნებას ძალაუფლების შენარჩუნებაში ანტი-ლგბტქ რიტორიკა ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული შემობრუნების ძირითად ნაწილად იქცა. როგორ ეხმარება ანტი-ლგბტქ განცხადებები და პოლიტიკა ქართულ ოცნებას ძალაუფლების შენარჩუნებაში და როგორ მუშაობს ეს სტრატეგია? Tamta Gelashvili
დისკუსიები ოჯახურ ძალადობაზე და გენდერზე მაღალმთიან აჭარაში (პერიფერია, 2023) „პერიფერიის“ პროექტის მიზანია მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალებისა და გოგონების უფლებებისა და შესაძლებლობების ხელშეწყობა.
Voices of Georgian Women in Labor Emigration (Newspaper Batumelebi, 2023) საქართველოში 1990-იანი წლების სისტემურ ცვლილებებთან ერთად, შრომითმა მიგრაციამ მნიშვნელოვან მასშტაბებს მიაღწია და დღესაც დიდი ზეგავლენა აქვს უამრავი ქართველის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ქვეყანაში თითქმის ყველა ოჯახის წევრს გამოუცდია ემიგრაცია ან ჰყავს მინიმუმ ერთი ახლობელი ემიგრაციაში. შრომითი მიგრაცია არა მხოლოდ კაცებს, არამედ ქალებსაც ეხებათ, წარმოადგენენ რა სეზონური და არარეგულარული მიგრაციის მნიშვნელოვან ნაწილს.
ფემინისტური ფორუმი (WISG, 2023) ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) ფემინისტური ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული ჰარმონიული საზოგადოების ჩამოყალიბებას ლგბტქი+ ადამიანების გაძლიერებით. WISG მიზნად ისახავს, უზრუნველყოს ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვირი და ინტერსექსი ინდივიდების, ასევე სხვა მარგინალიზებული ქალთა ჯგუფების სრული ჩართულობა და თანაბარი მონაწილეობა საქართველოს სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში.
კლიმაქსი – მენოპაუზის შესახებ დოკუმენტური ფილმის მოსამზადებელი წარმოება (საქდოკ ფილმი, 2023) დოკუმენტური ფილმი „კლიმაქსის“ რეჟისორია თამარ მაღრაძე, ხოლო ფილმის მოსამზადებელ წარმოებას ახორციელებს „საქდოკ ფილმი“. პროექტის მიზანია, მოიპოვოს და შექმნას ძირითადი მასალა დოკუმენტური ფილმისთვის, რომელიც, თავის მხრივ, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საბჭოთა და თანამედროვე საქართველოს კონტექსტში ქალის სექსუალობაზე არსებულ დისკურსებში და მათ ანალიზში.
სოციალური მუშაკები და სოციალური ცვლილება (სოციალურ მუშაკთა კავშირი, 2024) სოციალური სამუშაო დიდი ხანია აღიარებულია, როგორც პროფესია, რომელიც ფემინისტურ პრინციპებს და ღირებულებებს ეფუძნება. მას ისტორიულად ქალები უძღვებიან და ახასიათებს ქალთა და სხვა უმცირესობათა უფლებების ადვოკატირება, განსაკუთრებით დასავლეთში.