Voices of Georgian Women in Labor Emigration (Newspaper Batumelebi, 2023) საქართველოში 1990-იანი წლების სისტემურ ცვლილებებთან ერთად, შრომითმა მიგრაციამ მნიშვნელოვან მასშტაბებს მიაღწია და დღესაც დიდი ზეგავლენა აქვს უამრავი ქართველის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ქვეყანაში თითქმის ყველა ოჯახის წევრს გამოუცდია ემიგრაცია ან ჰყავს მინიმუმ ერთი ახლობელი ემიგრაციაში. შრომითი მიგრაცია არა მხოლოდ კაცებს, არამედ ქალებსაც ეხებათ, წარმოადგენენ რა სეზონური და არარეგულარული მიგრაციის მნიშვნელოვან ნაწილს.
ფემინისტური ფორუმი (WISG, 2023) ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) ფემინისტური ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული ჰარმონიული საზოგადოების ჩამოყალიბებას ლგბტქი+ ადამიანების გაძლიერებით. WISG მიზნად ისახავს, უზრუნველყოს ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვირი და ინტერსექსი ინდივიდების, ასევე სხვა მარგინალიზებული ქალთა ჯგუფების სრული ჩართულობა და თანაბარი მონაწილეობა საქართველოს სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში.
კლიმაქსი – მენოპაუზის შესახებ დოკუმენტური ფილმის მოსამზადებელი წარმოება (საქდოკ ფილმი, 2023) დოკუმენტური ფილმი „კლიმაქსის“ რეჟისორია თამარ მაღრაძე, ხოლო ფილმის მოსამზადებელ წარმოებას ახორციელებს „საქდოკ ფილმი“. პროექტის მიზანია, მოიპოვოს და შექმნას ძირითადი მასალა დოკუმენტური ფილმისთვის, რომელიც, თავის მხრივ, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საბჭოთა და თანამედროვე საქართველოს კონტექსტში ქალის სექსუალობაზე არსებულ დისკურსებში და მათ ანალიზში.
სოციალური მუშაკები და სოციალური ცვლილება (სოციალურ მუშაკთა კავშირი, 2024) სოციალური სამუშაო დიდი ხანია აღიარებულია, როგორც პროფესია, რომელიც ფემინისტურ პრინციპებს და ღირებულებებს ეფუძნება. მას ისტორიულად ქალები უძღვებიან და ახასიათებს ქალთა და სხვა უმცირესობათა უფლებების ადვოკატირება, განსაკუთრებით დასავლეთში.
სოციალურ მუშაობაში ფემინისტური მიდგომების გაძლიერება (სოციალურ მუშაკთა გაერთიანება, 2023) პროექტი „ფემინიზმის გაძლიერება სოციალური მუშაობის პროფესიის ფარგლებში“ მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას სოციალური მუშაობის ფემინისტური გადააზრების გზით.
ვაკანსია: კომუნიკაციების და ვების მენეჯერი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონი აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციების და ვების მენეჯერის პოზიციაზე. საბუთების შემოტანის ბოლო ვადაა 11 დეკემბერი, 2024.
ზემო სვანეთი - განვითარების პროექტების ადგილი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის პოდკასტი გთავაზობთ ინტერვიუს მკვლევარ ლინა ღვინიანიძესთან. ლინა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის პროგრამის დოქტორანტი და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის სტიპენდიანტია. თუთა ჩხეიძე
რატომ არის კლიმატის საერთაშორისო მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი საქართველოსთვის? ეს სტატია მიმოიხილავს საერთაშორისო დებატებს კლიმატის ცვლილების შესახებ და მათ მნიშვნელობას საქართველოსთვის. ის ხაზს უსვამს კლიმატსამართლიანობისსაკითხზე უფრო ღრმა საჯარო დისკურსის წარმართვის აუცილებლობას. გვანცა გვერდწითელი, PhD