პუბლიკაციები

ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში? ქალთა პოლიტიკური ბრძოლის ველი

წინამდებარე გამოცემა აგრძელებს სერიას სახელწოდებით "ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?" ამ სერიის პირველი წიგნი 2013 წელს დაიბეჭდა და ის ჩვენი პირველი მცდელობა იყო, ცალკე კრებულად გამოგვეცა ქართველი ფემინისტი ავტორების მსჯელობები. მეორე კრებულისთვის შედარებით უფრო აკადემიური ფორმატის სტატიები შეირჩა. ამავე დროს, ვეცადეთ, რომ ეს ტექსტები მხოლოდ გენდერის მკვლევრებისთვის არ ყოფილიყო გასაგები და საინტერესო.

ჰაინრიჰ ბიოლი - 100: მწერალი და მოქალაქე

2017 წლის 21 დეკემბერს ჰაინრიჰ ბიოლის 100 წლის იუბილეა. მისი შემოქმედებისა და მოღვაწეობის აღსანიშნავად ამ გამოცემით ვიგონებთ გერმანელ მწერალსა და ინტელექტუალს, რომლის სახელსაც ატარებს მწვანე პოლიტიკური ფონდი.

დაკარგული ისტორია - საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვარი

"საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვრის" ისტორია იმჟამინდელი საზოგადოების სოლიდარობისა და თვითორგანიზების კულტურის აქამდე უცნობი ეპიზოდია. სოლიდარობისა და თვითორგანიზების კულტურის კვლევა კი დღეს იმით არის მნიშვნელოვანი, რომ გავაცნობიეროთ, რას დაეფუძნა წარსულში ურთიერთდახმარების ასეთი ძლიერი მოძრაობა და ვიმსჯელოთ - ისტორიული გამოცდილების გათვალისწინების გარეშე, შეგვიძლია თუ არა თანამედროვე, მძიმე სოციალურ და კულტურულ გამოწვევებს გავუმკლავდეთ.

ბრძოლა საჯარო სივრცისთვის: როცა პირადი პოლიტიკურია

საჯარო სივრცე გენდერულად მიკერძოებულია – ეს ფრაზა შეიძლება პროვოკაციულად ჟღერდეს, მაგრამ თუკი ვიკითხავთ, –  ვინ ჩანს ყველაზე მეტად საჯარო სივრცეში, ვის ინტერესებსა თუ კომფორტზეა ის მორგებული, პასუხების ძიებისას აღმოვაჩენთ, რომ საჯარო სივრცე დღემდე რჩება სათანადო რელიგიური აღმსარებლობისა და სექსუალური ორიენტაციის, ჯანმრთელი და ახალგაზრდა მამაკაცების კუთვნილებად. ქალებმა დიდი ბრძოლის შედეგად მოიპოვეს საჯარო სივრცის ფიზიკურად დაკავების უფლება, თუმცა, ქართულ კონტექსტში ეს უკანასკნელი დღემდე არაა გენდერულად მგრძნობიარე და ქალების საჭიროებებსა და უსაფრთხოებაზე მორგებული.

მწვანე ანთოლოგია. პოლიტიკა და ეკონომიკა მწვანეების თვალთახედვით

წარმოგიდგენთ კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ – კავკასიური სახლისა და ჰაინ­რიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს თანამშ­რომლობის შედეგად გამოცემულ პუბლიკაციას „მწვანე ანთოლოგია: პოლიტიკა და ეკონომიკა მწვანეების თვალთახედვით”.

ქალაქი ჩვენია! ურბანული პროტესტი და პოლიტიკა თბილისში

ჩვენი ახალი პუბლიკაციით გვინდა, სისტემურად და კრიტიკულად გავაანალიზოთ ბოლო წლების (2007-2015) თბილისში აღმოცენებული ურბანული მოძრაობები; განვსაზღვროთ თბილისის სა(მო)ქალაქო მოძრაობებში ჩართულ ძირითად ჯგუფთა თავისებურებები და სტრატეგიები.

წინასწარგანწყობიდან თანასწორობამდე

პუბლიკაცია “წინასწარგანწყობიდან თანასწორობამდე: საზოგადოების ცოდნის, ინფორმირებულობისა და დამოკიდებულების კვლევა ლგბტ ჯგუფისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ” წარმოადგენს კვლევის ანგარიშს და მომზადებულია „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” (WISG) მიერ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში – „ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში”.

ლგბტი პირთა უფლებები საქართველოში

პუბლიკაციის მიზანია  ლგბტი პირთა უფლებრივი მდგომარეობისა და სახელმწიფო პოლიტიკის ყოვლისმომცველი აღწერა და დოკუმენტირება. დოკუმენტი მიმოიხილავს ლგბტი პირთა მდგომარეობას თითოეულ უფლებასთან მიმართებით, გამოყოფს საკანონმდებლო, ინსტიტუციურ და უფლებრივ დონეზე არსებულ სისტემურ ხარვეზებს და შეიმუშავებს კონკრეტულ რეკომენდაციებს რელევანტური სახელმწიფო უწყებებისადმი.

ქალაქის კონტურები: ურბანისტული ლექციები ბიოლის ფონდში

წინამდებარე პუბლიკაცია წარმოგიდგენთ რეგიონული სასტიპენდიო პროგ­რამის ექსპერტის, ვლადიმერ ვარდოსანიძის ლექცია-სემინარების გადამუშავებულ ვერსიებს.

კერძოდან საჯარომდე - სოციალური სივრცის ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში

მოცემული პუბლიკაცია აერთიანებს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში მომზადებულ 11 სტატიას.