პუბლიკაციები - კონფლიქტების ტრანსფორმაცია

მისკომუნიკაცია - პუბლიკაციის ყდა

(მის)კომუნიკაცია კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის

გამოქვეყნებული: 1 თებერვალი 2021

კრებული ეხება ისეთ  საკითხებს, როგორიცაა მასმედიის როლი კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებში, ინდივიდუალური გამოხატვის ფორმები ფეისბუკზე, ლუგარის ცენტრზე რუსულ-ოსური დეზინფორმაციული შეტევის გავლენა სოციალური მედიის ქართველ მომხმარებელთა წარმოდგენებზე ცხინვალის შესახებ და კამპანიებისა და საპროტესტო აქციების მნიშვნელობა.

Book cover

ქალები ომის დროს და ომის შემდეგ

გამოქვეყნებული: 24 დეკემბერი 2020

წიგნი "ქალები ომის დროს და ომის შემდეგ" შეეხება ფემინისტურ პერსპექტივებს ომზე, მილიტარიზმსა და პატრიარქატზე.

cover of the publiaction

სამხრეთ კავკასიის ამბები. სპეციალური გამოცემა

გამოქვეყნებული: 19 დეკემბერი 2019

პუბლიკაცია მომზადდა დამოუკიდებელ მედია-პლატფორმა „ნეტგაზეთთან“ ერთად განხორციელებული პროექტის "სამხრეთ კავკასიის ამბები" ფარგლებში და მასში შესულია სხვადასხვა ავტორის მიერ 2014-2018 წწ მომზადებული 22 სტატია.

საზღვრებს მიღმა. კონფლიქტი და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში

გამოქვეყნებული: 6 თებერვალი 2018

წინამდებარე პუბლიკაცია წარმოადგენს სტატიებს კრებულს, რომელიც თავდაპირველად 2015 წელს გერმანულ ენაზე გამოსცა გერმანულმა ინტერდისციპლინურმა აკადემიურმა ჟურნალმა Osteuropa (7-10/2015). მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიერ ინიცირებული გერმანულენოვანი კრებული თავდაპირველად ევროპულ აუდიტორიაზე იყო გათვლილი, გადავწყვიტეთ, რომ ის ქართველი მკითხველისთვისაც ხელმისაწვდომი გაგვეხადა.

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ასპექტები 11: რუსეთის ფაქტორი / Аспекты Грузино-Абхазского конфликта 11: Обсуждение российского фактора

გამოქვეყნებული: 24 ივნისი 2006

პუბლიკაცია წარმოადგენს 2004 წელს მოსკოვში ორგანიზებული ქართულ-აფხაზური შეხვედრის მასალების კრებულს.