სამართლებრივი ადვოკატირება ურბანული გარემოს დასაცავად (2016-2017) (მიმდინარე პროექტი) 2016/17 წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაცია ინიციატივა საჯარო სივრცისთვის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით ანხორციელებს პროექტს სამართლებრივი ადვოკატირება ურბანული გარემოს დასაცავად.
გაიაზრე მეწამორი (2016-2017) (დასრულებული პროექტი) 2016-17 წლებში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ურბანლაბ სომხეთი (UrbanLab Armenia) და ბოღოსიანის ბაღები (Boghossian Gardens) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით განახორციელეს პროექტი - „გაიაზრე მეწამორი“.
მწვანე იდეები საქართველოს პროგრესული განვითარებისთვის (2016) (დასრულებული პროექტი) 2016 წელს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრმა - კავკასიური სახლი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით განახორციელა პროექტი - მწვანე იდეები საქართველოს პროგრესული განვითარებისთვის. პროექტის მიზანს წარმოადგენდა მდგრადი განვითარების პრინციპებისა და ევროპის მწვანე პოლიტიკური დღის წესრიგის ძირითადი საკითხების გააზრების ხელშეწყობა საქართველოში.
“საბჭოთა ტრავმა” ქალთა მეხსიერებაში სოფლად (2016-2017) (დასრულებული პროექტი) ქალთა საკითხებზე მომუშავე ფონდი ტასო ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს “საბჭოთა ტრავმა” ქალთა მეხსიერებაში სოფლად.
დავიწყებული ისტორია - მეხსიერება დაუმორჩილებლობასა და კოლაბორაციას შორის (2016) (დასრულებული პროექტი) 2016 წელს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SovLab) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან თანამშრომლობით განახორციელა პროექტი დავიწყებული ისტორია - მეხსიერება დაუმორჩილებლობასა და კოლაბორაციას შორის.
გორის ლექციები: „უცნობი“ საბჭოთა წარსული (2016) (დასრულებული პროექტი) თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდთან თანამშრომლობით აგრძელებს პროექტის ლექციები გორში: "უცნობი" საბჭოთა წარსული განხორციელებას.
„უცნობი“ისტორიები საბჭოთა გორიდან (2015) ინიციატივით „უცნობი“ისტორიები საბჭოთა გორიდან თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის, თავის ახალგაზრდა გორელ პარტნიორებს ზეპირი ისტორიების მეთოდოლოგიის შესწავლა და საბჭოთა გორის მეხსიერების მოკრებვა შესთავაზა.
ლექციების ციკლი: „ქალები სომხეთში: დაკარგული ისტორიების ძიებაში“ (2015-2016) (დასრულებული პროექტი) ორგანიზაციამ „ქალთა რესურს ცენტრი“ (სომხეთი) ფონდის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით სალექციო კურსი მოამზადა ფემინიზმის შესახებ. ლექციები 2015-16 წლებში შემოდგომაზე ჩატარდა.
სომხურ-ქართული თანამშრომლობის სტრატეგიები მეცნიერებისა და სტუდენტების ჩართულობის გზით (2015-2017) (დასრულებული პროექტი) სომხურ-ქართული თანამშრომლობის სტრატეგიები მეცნიერებისა და სტუდენტების ჩართულობის გზით არის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მიერ მხარდაჭერილი პროექტი, რომელიც ეთნოლოგიური კვლევების ცენტრმა "ჰაზარაშენი", ცივილიზაციის და კულტურათა კვლევის ცენტრთან და საქართველოს ანთროპოლოგთა ასოციაციასთან თანამშრომლობით განახორციელა.
ფემინსტრიმი (2015) (დასრულებული პროექტი) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა რადიოგადაცემის ფემინსტრიმი ციკლი.რადიოგადაცემების მოსმენა>>