პუბლიკაციები

Illustration on the book cover of the book "On Care" in blue and orange colors.

ზრუნვის შესახებ

რას ნიშნავს ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც ზრუნვის და ბუნებრივი რესურსების ამოწურვისკენაა გეზი აღებული, და არა შენარჩუნების, განახლებისა და გამოკვებისკენ? ვინ და რა იღებს სარგებელს ზრუნვის კრიზისისგან და რა გრძნობებს და ქმედებებს აქვს წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა?
Watered Book Georgian Cover

გაწყალებული: მღვრიე კალაპოტების ტოპოგრაფია

ახალი ორენოვანი გამოცემა „გაწყალებული: მღვრიე კალაპოტების ტოპოგრაფია“ აერთიანებს რვა ინტერდისციპლინარულ ტექსტს და იკვლევს წყალს ჰიდროფემინისტური, პოლიტ-ეკოლოგიური და დეკოლონიური პერსპექტივებიდან.

ჩემი ცხოვრების ნამდვილი ამბავი: საფო მგელაძე

საფო მგელაძის „ჩემი ცხოვრების ნამდვილი ამბავი” მართლაც მნიშვნელოვანი ტექსტია ბევრი თვალსაზრისით. ის ჟანრობრივად მოუხელთებელია, თუმცა დოკუმენტურ პროზას და მემუარს შორის იკვეთება, აქვს დღიურის ელემენტებიც და ერთმნიშვნელოვნად მწერლის „ბიოგრაფიის და შემოქმედების გასაღებს” წარმოადგენს (კუპრეიშვილი, 2023).
პუბლიკაციის ყდა, სათაურით: საქართველო-რუსეთის უერთიერთობები

საქართველო-რუსეთის ურთიერთობები

ეს პუბლიკაცია გამოადგებათ სტუდენტებს, მეცნიერებსა და მკვლევრებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკის ურთიერთკავშირზე, ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე. სტატიების კრებულის მიზანია, საღად გააანალიზოს საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და ის არაიდეოლოგიური შეხედულებები, რომლებიც ამ ქვეყნებში ერთმანეთთან დაკავშირებით არსებობს.
საქართველოს პირველი რესპუბლიკა, ფოტო

პოლიტიკური პარტიები და პარტიული სისტემა

სტატიაში წარმოდგენილია 1917-1921 წლებში საქართველოში მოქმედი ძირითადი პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბების ისტორია, მათი საქმიანობა რუსეთის საიმპერიო რეჟიმის პირობებში, მათი მოღვაწეობა 1917 წლის თებერვლის რევოლუციიდან საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე პერიოდში.
მისკომუნიკაცია - პუბლიკაციის ყდა

(მის)კომუნიკაცია კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის

კრებული ეხება ისეთ  საკითხებს, როგორიცაა მასმედიის როლი კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებში, ინდივიდუალური გამოხატვის ფორმები ფეისბუკზე, ლუგარის ცენტრზე რუსულ-ოსური დეზინფორმაციული შეტევის გავლენა სოციალური მედიის ქართველ მომხმარებელთა წარმოდგენებზე ცხინვალის შესახებ და კამპანიებისა და საპროტესტო აქციების მნიშვნელობა.
Queer Feelings

ქვიარ გრძნობები

პუბლიკაციაში "ქვიარ გრძნობები" თავმოყრილია ქვიარ და ფემინისტი თეორეტიკოსების, ივ კოსოვსკი სეჯვიკის, ოდრი ლორდის, ხოსე ესტებან მუნოზის, ენ ცვეტკოვიჩის, სარა აჰმედის, ლორენ ბერლანტის, დინ სპეიდის ტექსტების თარგმანები.
დახურული სამეზობლოები - ფოტო ზედა ხედით

დახურული სამეზობლოები

წინამდებარე კვლევა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც ჩვენს სივრცეში აუცილებელია კონკრეტული ურბანული სივრცული მოდელის – დახურული სამეზობლოს  გარშემო ცოდნის მოგროვება და გაანალიზება.
Nancy Fraser

ფემინიზმის თავგადასავალი

ეს პუბლიკაცია ნენსი ფრეიზერის ბოლო გამოცემაა, რომელიც ავტორის ორმოცწლიანი მოღვაწეობის რეტროსპექტივას გვთავაზობს.