2003-14 წლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი ყოველწლიურ ”ადგილობრივ” სასტიპენდიო პროგრამას ატარებდა სამხრეთ კავკასიაში სოციალური მეცნიერებების სფეროში დაკავებული ახალგაზრდა მეცნიერებისათვის.
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო წარმოგიდგენთ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში შესრულებული საუკეთესო ნაშრომების კრებულს. პუბლიკაცია მკითხველს სთავაზობს სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში მიმდინარე სოციალური და კულტურული ტრანსფორმაციების ანალიზს.