საზოგადოება კომუნიკო - ძიძების ასოციაციის შექმნა: ინფორმირებისა და გაძლიერების პრაქტიკები (2022) პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ძიძებისა და საოჯახო მშრომელების თვითორგანიზებას მათი სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად.
სოციალურ მუშაკთა გაერთიანება - სოციალური მუშაობა და ფემინიზმი (2022) პროექტის „სოციალური მუშაობა და ფემინიზმი“ ამოცანაა ქალთა თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობა სოციალური მუშაობის ფემინისტური გადააზრების გზით.
შრომის გატანა თავის გასატანად - მიგრანტ ქალთა ისტორიები (2021) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი მხარს უჭერს „ბათუმელებს“ მედია კამპანიის განხორციელებაში. კამპანია შედგება მულტიმედიური ისტორიებისგან, პოდკასტებისa და დოკუმენტური ფილმისგან, რომელიც ასახავს მიგრანტი ქალების პრობლემების აღწერას.
ყველაზე მაგარი გოგოები (2021) სინთეზური პერფორმანსი დრამის, კლასიკური და ელექტრონული მუსიკის, ოპერის და მოძრაობის ელემენტებს აერთიანებს, ტოვებს ტრადიციულ სცენას და ქვეყნის მთავარ საფეხბურთო მოედანზე გაიმართება.
ქალები არაფორმალურ ეკონომიკაში (2021) ქალთა მზერას“ მიერ შემოთავაზებული პროექტი, ცდილობს ხმა დაუბრუნოს არაფორმალურ ეკონომიკაში, ძირითადად კი, ზრუნვის შრომაში ჩართულ ქალებს.
ზრუნვის შრომის ეკონომიკური და პრაქტიკული გამოწვევები ქალების ყოველდღიურობაში (2021) ორგანიზაცია „კომუნიკოს საზოგადოების“ მიერ შემოთავაზებული პროექტის ფარგლებში, იგეგმება, ინტერვიუების, დისკუსიებისა და მულტიმედიური მასალების მომზადება, ზრუნვის შრომაში ჩართული ქალების, ყოველდღიური გამოწვევების, მათი გამოცდილებებისა და საჭიროებების შესახებ.
საქართველოს რეგიონებში ფემინისტური რესურსების აღმოჩენა და გაძლიერება (2020) პროექტი მიზნად ისახავს, რეგიონალური ფემინისტური რესურსების ჩამოყალიბებას და/ან განვითარებას ადგილობრივად, შერჩეულ რეგიონებში, იმისათვის, რომ წამოიწყოს ფემინისტური დისკუსიები და ხელი შეუწყოს ადგილობრივი ფემინისტური შეხედულებების გაზიარებას, როგორც რეგიონების შიგნით, ასევე საჯარო განხილვებისას.
დოკუმენტური ფილმი "როგორი იყო ოთახი" (2020) ფილმი მოგვითხრობს მარგინალიზებული, თუმცა ძლიერად შეკავშირებული ქვიარ ერთობის, ქუთაისის ქალთა საფეხბურთო გუნდის შესახებ.
იკითხე პოლიტიკა (2020) იკითხე პოლიტიკა ორი ქალის ინიციატივაა. პროექტი თავის მთავარ მიზნად მკითხველში/ამომრჩეველში კრიტიკული პოლიტიკური აზროვნების ხელშეწყობას და პოლიტიკის, კრიტიკულად კითხვის წახალისებას ასახელებს.
ფემინისტური პოდკასტების სერია „ფემინსტრიმი“ [2020] (დასრულებული პროექტი) ფემინისტური დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს მუშაობას კანონპროექტებსა და პოლიტიკურ აქტორებზე ზეგავლენას, ნაკლებ სივრცეს ტოვებს აქტივიზმის ალტერნატიული ფორმებისთვის. პროექტი ფემინსტრიმი, ქმნის სწორედ ასეთ ალტერნატიულ სივრცეს კრიტიკული გადააზრებისათვის, გვთავაზობს რა ნაკლებად ხილული თემების ანალიზს ფემინისტური ხედვით.