ფემინისტური ქსელის და ქალთა გაერთიანების გაძლიერება მაღალმთიან აჭარაში [ თებერვალი - სექტემბერი 2020] (დასრულებული პროექტი) ორგანიზაცია „იდენტობა იუსის“ მიერ განხორციელებული პროექტის მიზანი იყო, მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალებისა და გოგოების პრობლემების აქტუალიზაციის მეშვეობით, ქალთა შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობა და ამ რეგიონში აღმოჩენილი ძირითადი გენდერული პრობლემების დაძლევაზე მუშაობა.
ფემინისტი დედის დღიურები (2019) (მიმდინარე პროექტი) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით პროექტს ახორციელებს გენდერის მკვლევარი და ფემინისტი, თამთა თათარაშვილი.
ფემინსტრიმი (2019) (მიმდინარე პროექტი) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით ქალთა ფონდი საქართველოში ამზადებს აუდიო პოდკასტების ციკლს, ფემინსტრიმი.
ტრანსგენდერ ადამიანთა ხსოვნის დღეს, თბილისში გენდერის სამართლებრივი აღიარების თემაზე მრგვალი მაგიდა გაიმართა ა.წ. 20 ნოემბერს, ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის საერთაშორისო დღეს, რომელიც ყოველწლიურად ტრანსფობიური ძალადობის შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნის საპატივსაცემად აღინიშნება, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გენდერის სამართლებრივი აღიარების თემაზე.
ფემინისტი დედის დღიურები (2017) (დასრულებული პროექტი) პროექტის მიზანია დედობის, როგორც გამოცდილებისა და როგორც ინსტიტუციის წინააღმდეგობრივ ასპექტებზე ფემინისტური დისკუსიის წამოწყება.
ფემინსტრიმი (2017) (დასრულებული პროექტი) 2016 წელს ქალთა ფონდმა საქართველოში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდთან თანამშრომლობით მოამზადა პროექტი ფემინსტრიმი. 2017 წელს კი პროექტი ფემინისტური აუდიო პოდკასტების სახით გაგრძელდა.
იკითხე პოლიტიკა "იკითხე პოლიტიკა" ორი ქალის ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში პოლიტიკური კითხვის კულტურის ამაღლებას და ხელშეწყობას, ან უბრალოდ იმის თქმას, რომ პოლიტიკური კითხვა არ არის მხოლოდ პოლიტიკური დოკუმენტების გაცნობა, არამედ ტექსტის პოლიტიკური ანალიზი და კრიტიკაა.
ქალები საჯარო სივრცეში: როცა პირადი პოლიტიკურ განზომილებას იძენს 2016 წლის 2-4 მარტს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ უმასპინძა მე-5 საერთაშორისო გენდერულ ვორქშოპს ქალები საჯარო სივრცეში: როცა პირადი პოლიტიკურ განზომილებას იძენს.
ლექციების ციკლი: „ქალები სომხეთში: დაკარგული ისტორიების ძიებაში“ (2015-2016) (დასრულებული პროექტი) ორგანიზაციამ „ქალთა რესურს ცენტრი“ (სომხეთი) ფონდის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით სალექციო კურსი მოამზადა ფემინიზმის შესახებ. ლექციები 2015-16 წლებში შემოდგომაზე ჩატარდა.
საერთაშორისო გენდერული ვორქშოფები (2012-2015) (მიმდინარე პროექტი) საერთაშორისო გენდერული ვორქშოფების სერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სხვადასხვა ოფისებს შორის კოოპერაციას წარმოადგენს. ვორქშოფზე გენდერული პროგრამების კოორდინატორები და მათი პარტნიორი ექსპერტები გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს.