ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში (2015-2017) (მიმდინარე პროექტი) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო სამწლიანი პროექტის ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში განხორციელება და ზოგადი ზედამხედველობა.
ფემინსტრიმი (2015) (დასრულებული პროექტი) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა რადიოგადაცემის ფემინსტრიმი ციკლი.რადიოგადაცემების მოსმენა>>
ვსაუბრობთ და ვმოქმედებთ გენდერული ძალადობის დასაძლევად (2015) (დასრულებული პროექტი) პროექტის მიზანს წარმოადგენდა რეგიონში (კერძოდ, გურიაში) გენდერული ცნობიერების ამაღლება, დისკრიმინაციისა და ძალადობის ფარული არსის გაცნობიერებისა და გენდერული სტერეოტიპების გააზრების ხელშეწყობა.
პერფორმანსი “საზღვრებს მიღმა დაკავშირებული ისტორიები” (2014) (დასრულებული პროექტი) სტერეოტიპების რღვევა და იმ ადამიანების ცხოვრების სამუდამოდ დაკავშირება, რომლებიც „მტრებად“ ითვლებიან - სწორედ ეს არის მიზანი, რისთვისაც ახალგაზრდა სომეხი და თურქი ქალების ჯგუფი გაერთიანდა.
გამოფენა "საკუთარი სუფრა" (2014) (დასრულებული პროექტი) ძალადობის მსხვერპლ ქალებთან ინტერვიუების საფუძველზე შემქნილი ინსტალაცია, რომლიც მიზანია გენდერული ძალადობის ახლებურად გააზრება, მისი კვლევისა და განსჯის საგნად ქცევა.
კატო მიქელაძე - ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები 2013 წლის ივლის-დეკემბერში განხორციელებული პროექტის მიზანი ადრეული მეოცე საუკუნის ფემინისტი აქტივისტის კატო მიქელაძის თაობაზე ფართო საზოგადოებრიობისთვის გაცნობა იყო.
ვებ დოსიე: სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში: ლაკმუსის ტესტი ადამიანის უფლებებისა და სოციალური ტოლერანტობისათვის პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოში სიძულვილის ენის შემცირებას, საზოგადოებაში სიძულვილის ენის პრობლემატიკასთან დაკავშირებით დისკუსიების ხელშეწყობას, ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ საზოგადოებაში ცოდნის გაღრმავებას და მათ მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულების ზრდას და სტერეოტიპული/დისკრიმინაციული დამოკიდებულებების შემცირებას.
„გენდერის წინააღმდეგ მიმართული რეაქციის დაძლევა“- საერთაშორისო გენდერული ვორქშოფი კიევში, 2013 საერთაშორისო გენდერულ ვორქშოფს „გენდერის წინააღმდეგ მიმართული რეაქციის დაძლევა: უკრაინის, ბელორუსიის, რუსეთის, საქართველოს, სომხეთის და პოლონეთის გამოცდილება“ ორგანიზება და მასპინძლობა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის კიევის ოფისმა გაუწია.