Make City - ბერლინური დღიური 2015 წლის 11-28 ივნისს ბერლინში არქიტექტურული და ურბანული ფესტივალი - “შექმენი ქალაქი” (Make City) გაიმართა. ურბანული რესურსების უკეთ განაწილების, მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული ქალაქების, კარგი ადგილობრივი მმართველობის და მოქალაქეების მეტი ჩართულობის გზების გასააზრებლად ფესტივალმა თავი მოუყარა არქიტექტორებს, ქალაქმგეგმარებლებს, სამოქალაქო აქტივისტებს და დეველოპერებს მთელი მსოფლიოდან. ავტორი ნანო ზაზანაშვილი
სომხების გენოციდის სწავლებისადმი მიდგომა სომხეთის სკოლებში: სახელმძღვანელოები, სასკოლო რიტუალები და იკონოგრაფია სომხების გენოციდის ხსოვნის დღედ სომხეთში ოფიციალურად აღიარებულია 24 აპრილი, რომელიც უქმე დღეა. 1968 წლის 24 აპრილიდან ხალხს წიწერნაკაბერდის მემორიალზე ყვავილები მიაქვს. ბოლოდროინდელმა საველე დაკვირვებებმა გვიჩვენა, რომ გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 100 წლისთავზე მნიშვნელოვნად განსხვავდება წინა წლების ღონისძიებებისაგან, რასაც მომავალში უფრო ღრმა ანალიზი სჭირდება. ავტორი Satenik Mkrtchyan
სომხეთ-თურქეთის დიალოგი: ყველა პრობლემის მიუხედავად? სომხეთსა და თურქეთს მჭიდრო ისტორიული ურთიერთობები აკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ დონეზე ურთიერთობები გამუდმებით უარესდება ან უმჯობესდება, სომხეთსა და თურქეთში მთავრობები იცვლება, ხოლო ერთმანეთის მიმართ ჩვეული მტრული რიტორიკა არ ნელდება, განსაკუთრებით სომხების გენოციდის 100 წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით, ეს ორი ქვეყანა ისტორიულად განუყოფელია. ავტორი Izabella Sargsyan
გახსოვდეს და მოითხოვდე: როგორ ხვდება სომხეთი და დიასპორა სომხების გენოციდის 100 წლისთავს 2015 წლის გაზაფხულზე ერევნის ქუჩები კესანეს გამოსახულებებით გაივსო. ეს ყვავილი გენოციდის ხსოვნის სიმბოლოდ შეირჩა. მასთან ერთად ხშირად ნახავთ დევიზს "გახსოვდეს და მოითხოვდე". ავტორი Mikael Zolian
ენერგოტრანზიტის და უსაფრთხოების ასიმეტრია სამხრეთ კავკასიაში: გზა რუსეთსა და ევროკავშირს შორის უკანასკნელ წლებში სამხრეთ კავკასიის ენერგომატარებლების სატრანზიტო დერეფანი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ევროპის კავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების სისტემის ფორმირებაში, იწყება აზერბაიჯანის კასპიის ნავთობით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მომარაგება საზღვაო და სახმელეთო ინფრასტრუქტრის გამოყენებით, იგეგმება ახალი გაზსადენების მშენებლობა და იწყება მათი ექსპულატაცია. ავტორი თამარ პატარაია
ქალები პოლიტიკაში: კვოტებით თუ მის გარეშე? “პოლიტიკა ბინძური საქმეა” - ხშირად მოისმენთ საქართველოში, ასევე გაიგონებთ იმასაც, რომ „პოლიტიკა ქალის საქმე არ არის”, და ეს ორი მსჯელობა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ერთი მხრივ, ფსევდო-ზრუნვა ქალებზე, მეორე მხრივ, პოლიტიკაში კონკრეტული ადამიანების წვლილის დაკნინება, თითქოს პოლიტიკა თავისთავად იყოს „ბინძური,” კორუმპირებული, უპრინციპო. ავტორი ბაია პატარაია
კოპენჰაგენიდან თბილისამდე „განვითარებული ქვეყანა ის კი არაა, სადაც ღარიბებსაც კი მანქანა ჰყავთ. განვითარებული ის ქვეყანაა, სადაც მდიდარი ხალხი საჯარო ტრანსპორტით დადის“.გუსტავო პეტრო, ბოგოტას მერი ავტორი ცირა გვასალია, ლიბერალი
მწვანე ქალაქის უტოპია? გარემოსდაცვითი საკითხები ადგილობრივ არჩევნებში საქართველოს საპრეზიდენტო, საპარლამენტო თუ ადგილობრივ არჩევნებში გარემოსდაცვითი თემები არასოდეს ყოფილა პრიორიტეტული, თუ არ ჩავთვლით 1992 წლის საპარლამენტო არჩევნებს, სადაც ეკოლოგიური თემების მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობის მქონე მაშინდელმა „მწვანეთა პარტიამ“ საზოგადოების გარკვეულ ფენებში პოპულარობის მოპოვება და პარლამენტში 11 მანდატით შესვლა მოახერხა. ავტორი თაკო ანთიძე
კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC) ახალი ანგარიში კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC) მესამე სამუშაო ჯგუფი მორიგ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მავნე ზემოქმედების შერბილებისთვის საჭირო ღონისძიებებზე რეკომენდაციებს იძლევა. ავტორი თაკო ანთიძე