საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები საქართველოს ეკონომიკაში არსებული ვითარება და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გზაზე არსებული გამოწვევები იქნა განხილული ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ 2010 წლის 30 ივნისს გამართულ საჯარო დისკუსიაზე სახელწოდებით “საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები”.
თვითმმართველობის მთავარი გამოწვევები კახეთში 2010 წლის 24 ივნისს, თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში შედგა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდისა და პარტნიორი ორგანიზაციის - რეგიონალური განვითარების კვლევების ცენტრის მიერ ორგანიზებული საჯარო დისკუსია თემაზე: "თვითმმართველობის მთავარი გამოწვევები კახეთში".
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების გამოწვევები რეგიონში მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სამოქალაქო საზოგადოების არსებობა განსაკუთრებულ მნიშვნელობს იძენს სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში მყოფი ქვეყნებისათვის.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკა თანამშრომლობა საპატრიარქოსთან, ძეგლთა დაცვის სისტემის გაუმართაობა, ატენის სიონისა და დავით გარეჯის პრობლემები, კინოთეატრი "აპოლო'' და მისი შემდგომი ბედი - ამ და სხვა თემებმა დისკუსიის მონაწილეთა ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია.
განათლების სისტემის ახალი პრიორიტეტები რამ გამოიწვია ცვლილებები განათლების სისტემაში და შეუწყობს თუ არა ისინი ხელს სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარებას? აამაღლებს თუ არა ათი გამოსაშვები გამოცდის შემოღება მოსწავლეთა ცოდნის დონეს? რამ უნდა დაუბრუნოს სკოლას პრესტიჟი და მოსწავლე?
პატრიოტიზმი: ინდივიდუალური განცდიდან სახელმწიფო პოლიტიკამდე რა არის პატრიოტიზმი, როგორ ესმის ეს ცნება დღეს საზოგადოებას? შესაძლებელია თუ არა პატრიოტიზმის სწავლება და როგორ ისწავლება ის პატრიოტთა ბანაკებში?
საზოგადოებრივი მაუწყებელი: პოლიტიკა და საზოგადოება ირაკლი ალასანია - "ალიანსი საქართველოსთვის", ლიდერი ნინია კაკაბაძე - ჟურნალისტი პავლე კუბლაშვილი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მოდერაცია - გოგი გვახარია
1989-2009: საზოგადოების და სახელმწიფოს ტრანსფორმაცია - ეროვნული მოძრაობიდან სამოქალაქო პროტესტამდე 1989-2009 წლების მოვლენების გააზრების მცდელობა, დაშვებული შეცდომების მიზეზების ძებნა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ტრანსფორმაცია, გავლილი წლებიდან გამოცდილების გამოტანა და გამოსავლის ძიება პოლიტიკური კრიზისიდან, რომელიც შეიქმნა ქვეყანაში - ამ თემებზე დისკუსიის სამივე მომხსენებელმა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.
მოდერნიზაციის პროექტი საქართველოში 18 მარტი, 2009 ზაალ ანდრონიკაშვილი - ლიტერატურის და კულტურის ცენტრის მეცნიერ-თანაშრომელი, ბერლინი ეკა აღდგომელაშვილი - გენდერის სპეციალისტი/ფონდი "ინკლუზივი" გიგა ზედანია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მოდერაცია: გიორგი გვახარია
პოლიტიკური ალტერნატივა: რეფერენდუმის სტრატეგია? გია ნოდიამ რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნაზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მოთხოვნის ფსევდორესპექტაბელურობა ცუდ პრეცედენტს ქმნის. სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს მოთხოვნა არანაკლებ გაუმართლებელია, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში, პრეზიდენტის გადადგომისკენ იძულება ეწინააღმდეგება კონსტიტუციონალიზმის ლოგიკას, რაგორც არ უნდა იყოს იგი შეფუთული.