პუბლიკაციები - კონფლიქტების ტრანსფორმაცია





პუბლიკაციები


მისკომუნიკაცია - პუბლიკაციის ყდა

(მის)კომუნიკაცია კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის

გამოქვეყნებული: 1 თებერვალი 2021
კრებული ეხება ისეთ  საკითხებს, როგორიცაა მასმედიის როლი კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებში, ინდივიდუალური გამოხატვის ფორმები ფეისბუკზე, ლუგარის ცენტრზე რუსულ-ოსური დეზინფორმაციული შეტევის გავლენა სოციალური მედიის ქართველ მომხმარებელთა წარმოდგენებზე ცხინვალის შესახებ და კამპანიებისა და საპროტესტო აქციების მნიშვნელობა.
Book cover

ქალები ომის დროს და ომის შემდეგ

გამოქვეყნებული: 24 დეკემბერი 2020
წიგნი "ქალები ომის დროს და ომის შემდეგ" შეეხება ფემინისტურ პერსპექტივებს ომზე, მილიტარიზმსა და პატრიარქატზე.
cover of the publiaction

სამხრეთ კავკასიის ამბები. სპეციალური გამოცემა

გამოქვეყნებული: 19 დეკემბერი 2019
პუბლიკაცია მომზადდა დამოუკიდებელ მედია-პლატფორმა „ნეტგაზეთთან“ ერთად განხორციელებული პროექტის "სამხრეთ კავკასიის ამბები" ფარგლებში და მასში შესულია სხვადასხვა ავტორის მიერ 2014-2018 წწ მომზადებული 22 სტატია.

საზღვრებს მიღმა. კონფლიქტი და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში

გამოქვეყნებული: 6 თებერვალი 2018
წინამდებარე პუბლიკაცია წარმოადგენს სტატიებს კრებულს, რომელიც თავდაპირველად 2015 წელს გერმანულ ენაზე გამოსცა გერმანულმა ინტერდისციპლინურმა აკადემიურმა ჟურნალმა Osteuropa (7-10/2015). მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიერ ინიცირებული გერმანულენოვანი კრებული თავდაპირველად ევროპულ აუდიტორიაზე იყო გათვლილი, გადავწყვიტეთ, რომ ის ქართველი მკითხველისთვისაც ხელმისაწვდომი გაგვეხადა.

სამხრეთ კავკასია და თურქეთი: მე-20 საუკუნის ისტორიის გაკვეთილები

გამოქვეყნებული: 14 თებერვალი 2014
პუბლიკაცია "სამხრეთ კავკასია და თურქეთი: მე-20 საუკუნის ისტორიის გაკვეთილები" არის კრებული, რომელშიც შესულია აზერბაიჯანელი, სომეხი, ქართველი და თურქი ავტორების სამეცნიერო სტატიები.

Beyond the Karabakh Conflict: The Story of Village Exchange

გამოქვეყნებული: 14 თებერვალი 2014
1980-იანი წლების მეორე ნახევარში, მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირების დასაწყისში, ჩრდილოეთ სომხეთში მდებარე სოფელში - ყიზილ-შაფაგში მცხოვრები აზერბაიჯანელები საკუთარი ინიციატივით შეხვდნენ აზერბაიჯანულ სოფელში - კერქენჯში მცხოვრებ სომხებს და შეთანხმდნენ თავიანთი სოფლების მშვიდობიან გაცვლაზე.

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ასპექტები 15: კონფლიქტი და მიგრაცია / Аспекты Грузино-Абхазского конфликта 15: конфликт и миграции

გამოქვეყნებული: 9 დეკემბერი 2008
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ასპექტების მე-15 ტომში შესულია 2008 წლის ივნისში სტამბულში ჩატარებული კონფერენციის "კონფლიქტი და მიგრაცია: ქართულ-აფხაზური მაგალითი ევროპულ კონტექსტში".

Show more publications about პუბლიკაციები - კონფლიქტების ტრანსფორმაცია (12)