ევროპული ისტორიის და პოლიტიკის განაპირას: რატომ უნდა ისმოდეს საქართველოს ხმა? როგორ გვხედავენ თავიანთ ისტორიულ და კულტურულ ნარატივებში ჩვენი გადასახედიდან არსებული გლობალური ისტორიის "შემოქმედნი" (დასავლეთი, რუსეთი)? რა ადგილს გვანიჭებენ და რატომ? როგორ ვხედავთ ამ კულტურულ-მენტალურ ორიენტირებში საკუთარ თავს?
ჟენევის მოლაპარაკებების მომავალი: დიპლომატიის როლი კონფლიქტის ტრანსფორმაციისთვის დისკუსია, სამხრეთ ოსეთის პირობითი ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ ბოლო პერიოდში გახშირებული ინციდენტების, რუსეთის ჯარის მიერ მავთულხლართების გავლებისა და ე.წ. სასაზღვრო დაფების დადგმის თაობაზე გააქტიურებული მსჯელობების ფონზე წარიმართა.
ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოში: გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების ასპექტები 2015 წლის 24 ივნისს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროში საჯარო დისკუსია თემაზე „ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოში - გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების ასპექტები" გაიმართა.
რიგის სამიტი: ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (აღმოსავლეთის პარტნიორობის) მომავალი რატომ ასცდა ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და მისი აღმოსავლეთის პარტნიორობა რეალობას? რამ გამოიწვია იმაზე მაღალი მოლოდინის შექმნა რიგის სამიტის მიმართ, ვიდრე შესაძლებელი იყო? რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს იმედგაცრუებას საქართველოსა და ევროკავშირის სხვა აღმოსავლელ პარტნიორებს შორის?
როგორ შეცვალა სამოქალაქო აქტივიზმმა ადგილობრივი დემოკრატია 2015 წლის 23 აპრილის საჯარო დისკუსიის „როგორ შეცვალა სამოქალაქო აქტივიზმმა ადგილობრივი დემოკრატია“ მიზანი სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სივრცის და სტიმულის მიცემა იყო, ემსჯელათ თუ რა პოტენციალი აქვს ადგილებზე დემოკრატიის განვითარებას.
ქალაქი ნავთობის შემდეგ: ქალაქის მომავლის ისტორია როგორ შეიცვლება ქალაქები, როდესაც წიაღისეულ (ტრადიციულ) ენერგიებს სრულად ჩაანაცვლებს განახლებადი ენერგიის წყაროები? რა გავლენას მოახდენს ენერგიის ალტერნატიული წყაროები საქალაქო სატრანსპორტო სისტემაზე, მდგარადობისა და მობილურობის პოლიტიკაზე? როგორ შეიცვლება ქალაქის იერსახე გლობალიზაციის ფონზე?
შრომის კულტურა და რელიგიური დისკურსი საქართველოს სხვადასხვა თემში რა გავლენას ახდენს რელიგია შრომის კულტურასა და საზოგადოების განვითარებაზე? რა გავლენას ახდენს ესა თუ ის აღმსარებლობა, რელიგია ადამიანთა საქმიანობაზე, მათ შრომით ეთიკაზე, წარმოდგენებზე შრომასთან დაკავშირებით? როგორია სხვადასხვა რელიგიური ინსტიტუტების ღირებულებების გავლენა მორწმუნეთა ეკონომიკურ ქცევაზე, მათ შრომისადმი დამოკიდებულებაზე?
ვის ეკუთვნის ქალაქი: თვითმმართველობა და ურბანული პოლიტიკა როგორ წარმოუდგენია ხალხის მიერ არჩეულ ქალაქის ხელისუფლებას საზოგადოებასთან ურთიერთობა და ქალაქის წინაშე არსებული პრობლემების მასთან ერთად გადაწყვეტა? როგორ ხედავს თბილისის და მისი მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზებს ერთი მხრივ, ქალაქის ხელისუფლება და მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოება?
ნატოსთან ინტეგრაციისა და ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივები - საჯარო დისკუსია ქუთაისში ნატო-საქართველოს ურთიერთობებს საფუძველი ჯერ კიდევ 1992 წელს ჩაეყარა, როდესაც საქართველო ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს შეუერთდა. ნატოში გაწევრიანების სურვილი კი საქართველომ 2002 წელს, პრაღაში გამართულ სამიტზე გამოთქვა.
ნატოსთან ინტეგრაციისა და ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივები თემით „ნატოსთან ინტეგრაცია და ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივები“ გახსნა ბიოლის ფონდმა საჯარო დისკუსიების ახალი სეზონი. საზოგადოებას საშუალება მიეცა პარალელურ რეჟიმში დაენახა ორი საკითხი - ნატოსთან საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებული სიახლეები და ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებული პრობლემები და შესაძლო პერსპექტივები.