ფემინისტი დედის დღიურები (2017) (დასრულებული პროექტი) პროექტის მიზანია დედობის, როგორც გამოცდილებისა და როგორც ინსტიტუციის წინააღმდეგობრივ ასპექტებზე ფემინისტური დისკუსიის წამოწყება.
ფემინსტრიმი (2017) (დასრულებული პროექტი) 2016 წელს ქალთა ფონდმა საქართველოში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდთან თანამშრომლობით მოამზადა პროექტი ფემინსტრიმი. 2017 წელს კი პროექტი ფემინისტური აუდიო პოდკასტების სახით გაგრძელდა.
Green Fest - მწვანე პოლიტიკური ფესტივალი (2016-2017) (დასრულებული პროექტი) 2016 წლიდან ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების მიერ ორგანიზებული პროექტის - მწვანე პოლიტიკური ფესტივალის მხარდამჭერია.
ევროპის "ენერგეტიკული გაერთიანება" და რეფორმები საქართველოს ენერგეტიკაში (2017) (დასრულებული პროექტი) 2017 წელს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროსთან პარტნიორობით განხორციელებული პროექტით, ორგანიზაცია მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ ფართო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის ცნობიერების ამაღლებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზეგავლენას ისახავდა მიზნად.
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ინსტიტუციური განვითარების საპილოტე პროექტი (2017) (საპილოტე პროექტი) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო მიზნად ისახავს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (სოვლაბი) ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობას. პროექტის მიზანია, ორგანიზაციაში არსებული რესურსების მობილიზებისა და ამოქმედების გზით საქართველოში საბჭოთა წარსულის კვლევის თემის პოპულარიზაცია.
თბილისის ისტორიული ნაწილის განვითარების კონცეფციის შემუშავება "პარალელური განვითარების" მაგალითზე და საჯარო მონაწილეობის პრინციპზე დაფუძნებით (2017) (დასრულებული პროექტი) 2017 წელს საქართველოს არქიტექტორთა ინსტიტუტმა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან ერთად განახორციელა პროექტი "თბილისის ისტორიული ნაწილის განვითარების კონცეფციის შემუშავება "პარალელური განვითარების" მაგალითზე და საჯარო მონაწილეობის პრინციპზე დაფუძნებით".
სოციალური პროტესტი 2010-2016 წლების საქართველოში: გამოცდილება და პერსპექტივები (2017) (დასრულებული პროექტი) ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - EMC-ის მიერ განხორციელებული პროექტი მიზნად ისახავდა ურბანული განვითარების გარემოსდაცვით, კულტურულ და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული სოციალური მოძრაობების შესწავლის საშუალებით მდგრად განვითარებაში სამოქალაქო მონაწილეობის მხარდაჭერას.
გორის ლექციები: „უცნობი“ საბჭოთა წარსული (2017) (დასრულებული პროექტი) არასამთავრობო ორგანიზაცია თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან თანამშრომლობით 2015 წლიდან ახორციელებს პროექტს ლექციები გორში: "უცნობი" საბჭოთა წარსული.
მძიმე მრეწველობა ყურადღების ცენტრში: ჭიათურის მაგალითი (2016) (დასრულებული პროექტი) 2016 წლის აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელ პროექტი 'მძიმე მრეწველობა ყურადღების ცენტრში: ჭიათურის მაგალითი', რომლის მთავარ მიზანს არსებული სისტემური პრობლემების იდენტიფიცირება და ყურადღების ცენტრში მოქცევა, ფართო აუდიტორიის, განსაკუთრებით მუშების და აქტივისტების, ყურადღების მოპყრობა წარმოადგენდა.
შესაძლებლობათა გაძლიერება კლიმატის ცვლილების სფეროში (2016) (დასრულებული პროექტი) 2016 წელს ორგანიზაციამ მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან თანამშრომლობით განახორციელა პროექტი შესაძლებლობათა გაძლიერება კლიმატის ცვლილების სფეროში.