განცხადება სტიპენდიის შესახებ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის 2022-2023 სასწავლო წლის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხული მაქსიმუმ ორი სტუდენტისთვის აწესებს სტიპენდიას.
მშვიდობის მშენებლობაზე მომუშავე პრაქტიკოსებს შორის ტრავმული წიგნიერების შესახებ ცოდნის გაძლიერება (2022) პროექტი ცდილობს საქართველოსა და სომხეთში მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მომუშავე პრაქტიკოსებს შორის გაზარდოს ცოდნა ტრავმულ წიგნიერებასა და ტრავმის შესახებ ინფორმირებული მიდგომის შესახებ.
გეოპოლიტიკური რყევები სამხრეთ კავკასიაში (2022) საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) მოამზადებს ახალგაზრდა მკვლევარებს სამხრეთ კავკასიაში ცვალებადი გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების გარემოს შესაფასებლად, მათ შორის რეგიონალური აქტორების როლზე.
შემოქმედებითი პროტესტი და ცოდნის მედიაცია - ალტერნატიული სამოქალაქო აქტივიზმი (2022) პროექტი მიზნად ისახავს ღია პლატფორმის შექმნას სხვადასხვა რეგიონებიდან ახალგაზრდა მხატვრებისთვის და ასევე სახელოვნებო პროექტის შემუშავებას, რომელიც ორიენტირებული იქნება პატარა ქალაქებში დემოკრატიულ განვითარებასა და პოლიტიკურ მონაწილეობაზე.
თამაში ცვლილებებისთვის (2022) ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში ახალგაზრდების მონაწილეობის საკითხის გადასაჭრელად, კრეატიული განვითარების ცენტრი გამოიყენებს ფორუმის თეატრის მეთოდს, როგორც ერთგვარ ინსტრუმენტს, რათა შეისწავლოს სოციალური ცვლილებების პოლიტიკური სტრატეგიები
მექანიზმები მშვიდობის მშენებლობისთვის (2022) სოციალური სამართლიანობის ცენტრი მხარს უჭერს აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ახლოს მცხოვრები ადამიანების უფლებების, ჰუმანიტარული და სოციალური პირობების გაუმჯობესებას.
სამხრეთ კავკასიის ამბები (2022) თავისუფალი ჟურნალისტიკის სივრცის შემცირების ფონზე, პროექტი მხარს უჭერს ნეტგაზეთს, ცნობილ და პოპულარულ მედიასაშუალებას, რომელიც მუდმივად აშუქებს სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოვლენებს მაღალი ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით.
რონალდ სუნის წიგნის „ქართული ერის შექმნის“ თარგმანი (2021-2022) აკადემიური ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნის ნაკლებობაა. მართალია სტუდენტები უკვე მზარდად კითხულობენ ინგლისურ ენაზე, თუმცა მნიშვნელოვანი აკადემიური ტექსტების ქართულად თარგმნა ცოდნას უფრო ხელმისაწვდომს გახდის და ქართულ დებატებში კრიტიკულ პერსპექტივებს შემოიტანს.
სუროგატი დედების გაუჟღერებელი ხმები როდესაც ანის პირველად ვხვდები, ის 24 წლისაა და მეორედ აპირებს გახდეს სუროგატი დედა. როგორც სუროგაციის საკითხით დაინტერესებულმა მკვლევარმა, მინდა გავიგო, რამ განაპირობა მისი მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღება, ის კი მეკითხება, რატომ ვარ დაინტერესებული მისი ისტორიის მოსმენით. ცოტა ვყოყმანობ და მერე დაბეჯითებით ვუპასუხებ: „იმიტომ, რომ თქვენი ხმის გაგონება მნიშვნელოვანია“.
შრომის გატანა თავის გასატანად - მიგრანტ ქალთა ისტორიები (2021) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი მხარს უჭერს „ბათუმელებს“ მედია კამპანიის განხორციელებაში. კამპანია შედგება მულტიმედიური ისტორიებისგან, პოდკასტებისa და დოკუმენტური ფილმისგან, რომელიც ასახავს მიგრანტი ქალების პრობლემების აღწერას.