საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ინსტიტუციური განვითარების პროექტი (2018-2020) (მიმდეინარე პროექტი) 2018-2020 წწ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდისა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (სოვლაბი) თანამშრომლობის მიზანია სოვლაბის ინსტიტუციური გაძლიერება და საბჭოთა პერიოდის კრიტიკულ გააზრებაზე მიმართული საგანმანათლებლო და კვლევითი რესურსების მდგრადი განვითარება.
სამხრეთ კავკასიის ამბები (2018-2019) პროექტი „სამხრეთ კავკასიის ამბები“ მიზნად ისახავს ქართულენოვანი აუდიტორიისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ახალი ამბების, ანალიტიკური სტატიების, ინტერვიუების და ფოტორეპორტაჟების გამოქვეყნების გზით.
ფემინსტრიმი (2017) (დასრულებული პროექტი) 2016 წელს ქალთა ფონდმა საქართველოში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდთან თანამშრომლობით მოამზადა პროექტი ფემინსტრიმი. 2017 წელს კი პროექტი ფემინისტური აუდიო პოდკასტების სახით გაგრძელდა.
Green Fest - მწვანე პოლიტიკური ფესტივალი (2016-2017) (დასრულებული პროექტი) 2016 წლიდან ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების მიერ ორგანიზებული პროექტის - მწვანე პოლიტიკური ფესტივალის მხარდამჭერია.
ევროპის "ენერგეტიკული გაერთიანება" და რეფორმები საქართველოს ენერგეტიკაში (2017) (დასრულებული პროექტი) 2017 წელს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროსთან პარტნიორობით განხორციელებული პროექტით, ორგანიზაცია მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ ფართო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის ცნობიერების ამაღლებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზეგავლენას ისახავდა მიზნად.
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ინსტიტუციური განვითარების საპილოტე პროექტი (2017) (საპილოტე პროექტი) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო მიზნად ისახავს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (სოვლაბი) ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობას. პროექტის მიზანია, ორგანიზაციაში არსებული რესურსების მობილიზებისა და ამოქმედების გზით საქართველოში საბჭოთა წარსულის კვლევის თემის პოპულარიზაცია.
თბილისის ისტორიული ნაწილის განვითარების კონცეფციის შემუშავება "პარალელური განვითარების" მაგალითზე და საჯარო მონაწილეობის პრინციპზე დაფუძნებით (2017) (დასრულებული პროექტი) 2017 წელს საქართველოს არქიტექტორთა ინსტიტუტმა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან ერთად განახორციელა პროექტი "თბილისის ისტორიული ნაწილის განვითარების კონცეფციის შემუშავება "პარალელური განვითარების" მაგალითზე და საჯარო მონაწილეობის პრინციპზე დაფუძნებით".
სოციალური პროტესტი 2010-2016 წლების საქართველოში: გამოცდილება და პერსპექტივები (2017) (დასრულებული პროექტი) ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - EMC-ის მიერ განხორციელებული პროექტი მიზნად ისახავდა ურბანული განვითარების გარემოსდაცვით, კულტურულ და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული სოციალური მოძრაობების შესწავლის საშუალებით მდგრად განვითარებაში სამოქალაქო მონაწილეობის მხარდაჭერას.
გორის ლექციები: „უცნობი“ საბჭოთა წარსული (2017) (დასრულებული პროექტი) არასამთავრობო ორგანიზაცია თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან თანამშრომლობით 2015 წლიდან ახორციელებს პროექტს ლექციები გორში: "უცნობი" საბჭოთა წარსული.
იკითხე პოლიტიკა "იკითხე პოლიტიკა" ორი ქალის ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში პოლიტიკური კითხვის კულტურის ამაღლებას და ხელშეწყობას, ან უბრალოდ იმის თქმას, რომ პოლიტიკური კითხვა არ არის მხოლოდ პოლიტიკური დოკუმენტების გაცნობა, არამედ ტექსტის პოლიტიკური ანალიზი და კრიტიკაა.