ცხოვრება საჭიროებებს მიღმა: ქალთა პრეკარიული შრომა და დროის ურთიერთმიმართება საქართველოში დღევანდელ საქართველოში ქალები ძირითადად დაბალ და ნაკლებანაზღაურებად პოზიციებს იკავებენ. ამასთან, მათი დიდი ნაწილი დასაქმებულია არაფორმალურად და ვერ სარგებლობს მინიმალური სოციალური და შრომითი დაცვის მექანიზმებითაც კი. გადმოწერე
კონკურსი მწვანე აკადემიის მონაწილეებისთვის 2019 წლის განმავლობაში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი გასცემს 3 გრანტს.
მწვანე აკადემია 2018 - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობისთვის: შესაძლებლობები და შეზღუდვები ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ 2018 წლის მწვანე აკადემიის ფარგლებში, ისევ შემოიკრიბა ახალგაზრდა აქტივისტები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მეცნიერები, მკლევრები. პროგრამა 4 ძირითად მიმართულებას ითვალისწინებდა: სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა, მწვანე ტრანსფორმაცია, საზოგადოება და ბრძოლების დაკავშირება.
კონკურსი მწვანე აკადემიის მონაწილეებისთვის მწვანე აკადემია სრულფასოვანი კვლევების განხორციელების საშუალებას აძლევს ახალგაზრდა მეცნიერებს, რომლებსაც საქართველოში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ-გარემოსდაცვით საკითხებზე ჩაღრმავებულად მუშაობის სურვილი აქვთ.
მწვანე აკადემია 2017 - ბრძოლების გადაკვეთა 2017 წლის 22-27 აგვისტოს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ მწვანე აკადემიის მესამე საზაფხულო სკოლას ბრძოლების გადაკვეთა: პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება და აქტივიზმი უმასპინძლა.
მწვანე აკადემია 2017 - მონაწილის ანგარიში 2017 წელს მწვანე აკადემიას ბაზალეთზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის გერმანელი სტიპენდიატებიც შემოუერთდნენ. გთავაზობთ ერთ-ერთი მათგანის, კორინა ჰილებრანდ-ბრემის შთაბეჭდილებებს საქართველოში მოგზაურობის და აკადემიის შესახებ.
ბრძოლების გადაკვეთა: პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება და აქტივიზმი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო აცხადებს მონაწილეთა მიღებას 2017 წლის მწვანე აკადემიაში! ღონისძიება ჩატარდება 22-28 ივლისს, ბაზალეთში!
შთაბეჭდილებები მწვანეების საერთაშორისო კონგრესიდან 2017 წლის 30 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ქ. ლივერპულში გლობალური მასშტაბის კონფერენციაზე შეკრებილ მწვანე პოლიტიკური ღირებულებების ქვეშ გაერთიანებულ 2000-მდე დელეგატს და 103 პარტიას საშუალება მიეცათ დისკუსიები გაეშალათ ისეთი საკითხების გარშემო, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, დემოკრატია, თავისუფლება და სამართლიანობა ჩვენს საზოგადოებაში.
კამპანიები სოციალური და პოლიტიკური ტრანსფორმაციისთვის სომხეთსა და საქართველოში 2016 წლის 9-11 დეკემბერს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ უმასპინძლა მწვანე აკადემიის შემოდგომის სესიის მონაწილეებს საქართველოდან, სომხეთიდან, გერმანიასა და თურქეთიდან. 3-დღიანი ღონისძიება მიზნად ისახავდა საქართველოსა და სომხეთიდან ახალგაზრდა მწვანე აქტივისტებისთვის მცირე მასშტაბის კამპანიების ალტერნატიული ფორმების გაცნობას.
აკადემიის შესახებ რა არის „მწვანე აკადემია“ მწვანე აკადემია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის პროექტია, რომლის მიზანია მწვანე საკითხების აქტუალიაზება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სოციალურ და პოლიტიკურ განვითარებაში. მეტიც, მწვანე აკადემია კრიტიკულად აანალიზებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის სოციო-ეკონომიკური განვითარების გამოცდილებას, განიხილავს მიკრო და მაკრო მასშტაბების ალტერნატივებს და ცდილობს გადაკვეთის წერტილების იპოვოს საქართველოში და რეგიონში არსებული სხვადასხვა სოციალური მოძრაობების აქტორებს შორის. პირველი მწვანე აკადემია 2015 წელს, საქართველოში გაიმართა და მას შემდეგ ყოველწლიურად მასპინძლობს ახალგაზრდა აქტივისტებს, ჟურნალისტებს, მეცნიერებს თუ პოლიტიკოსებს. მწვანე აკადემია, როგორც ადგილობრივი პლატფორმა მდგრადი განვითარების პოლიტიკის საკითხებზე თანამშრომლობისათვის 2016 წლიდან სომხეთშიც იმართება.