ნაშრომი წარმოადგენს ფემინისტურ კვლევას, რომლის მიზანია გამოკვეთოს სუბიექტის პერსპექტივა და ცდილობს, სუბიექტის პოზიციიდანვე ახსნას სამყარო და სოციალური ურთიერთობები.
დღევანდელ საქართველოში ქალები ძირითადად დაბალ და ნაკლებანაზღაურებად პოზიციებს იკავებენ. ამასთან, მათი დიდი ნაწილი დასაქმებულია არაფორმალურად და ვერ სარგებლობს მინიმალური სოციალური და შრომითი დაცვის მექანიზმებითაც კი.