საქართველოს (ანტი) გენდერული დემოკრატია და ავტორიტარიზმის დაპირება გამოქვეყნებული: 31 ივლისი 2024 ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი წარმოგიდგენთ დისკუსიას "პოლიტიკური კრიზისი და მთავრობა გენდერული დემოკრატიის წინააღმდეგ". ავტორი ლიკა ჯალაღანია
დისკუსია ქალთა პრეკარიულ შრომასა და დროის ურთიერთმიმართებაზე გამოქვეყნებული: 14 მარტი 2019 12 მარტს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა უმასპინძლა საჯარო დისკუსიას "ქალთა შრომითი პირობები და აუნაზღაურებელი შრომა საქართველოში", სადაც გაიმართა კვლევის "ცხოვრება საჭიროებებს მიღმა: ქალთა პრეკარიული შრომა და დროის ურთიერთმიმართება საქართველოში" პრეზენტაცია.
ფემინიზმის გამოღვიძება? ემანსიპატორული ბრძოლები ნეოლიბერალურ ეპოქაში გამოქვეყნებული: 23 ივნისი 2017 როგორია ემანსიპატორული ბრძოლების ხედვა, რომელიც ფემინიზმს განაახლებს და გამოაღვიძებს? ადგილობრივ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შედგა თუ არა ფემინიზმისა და ნეოლიბერალიზმის ალიანსი? რა როლი უნდა შეასრულოს ფემინისტურმა მოძრაობამ სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლაში დღევანდელ საქართველოში?
ჰომოფობიური პოლიტიკა თუ პოლიტიკური ჰომოფობია გამოქვეყნებული: 11 მაისი 2017 2017 წლის 3 მაისს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფთან და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრთან თანამშრომლობით გამართა საჯარო დისკუსია "ჰომოფობიური პოლიტიკა თუ პოლიტიკური ჰომოფობია".
პირადი პოლიტიკურია: ფემინისტური დღის წესრიგის განსხვავებული პერსპექტივები გამოქვეყნებული: 23 თებერვალი 2017 2017 წლის 21 თებერვალს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა უმასპინძლა წიგნების "ბრძოლა საჯარო სივრცისთვის: როცა პირადი პოლიტიკურია" და "ანტიგენდერული მოზრაობის აღმასვლა" პრეზენტაციასა და დისკუსიას პირადი პოლიტიკურია: ფემინისტური დღის წესრიგის განსხვავებული პერსპექტივები
ვის ეშინია ფემინისტური კანონმდებლობის? გამოქვეყნებული: 6 დეკემბერი 2016 რა საკანონმდებლო ინიციატივები შევიდა პარლამენტში ბოლო 4 წლის მანძილზე, რომელიც ქალებსა და სხვა გენდერულ ჯგუფებს აძლიერებდა? რომელი მათგანი გავიდა და რა ფორმით? რა ინტერპრეტაცია შეიძლება გაკეთდეს ამ ინიციატივების გასატანად გაწეული კომპრომისების თვალსაზრისით?
ისმის ქალის ხმა? ქალთა მოძრაობების განვითარება საქართველოში გამოქვეყნებული: 3 დეკემბერი 2015 2 დეკემბერს ბიოლის ფონდმა უმასპინძლა დისკუსიას ისმის ქალის ხმა? ქალთა მოძრაობების განვითარება საქართველოში, რომელიც მიეძღვნა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საიდან იწყება საქართველოში ქალთა მოძრაობის ისტორიის ათვლა? რა პრობლემები და ბარიერები ექმნებოდათ ქალთა ჯგუფებს, რა დინამიკა ახასიათებდა მათ გაძლიერებას თუ ჩახშობას? და სხვ.
ვის ეშინია გენდერული კვოტების? გამოქვეყნებული: 29 მარტი 2015 პოლიტიკის საჯარო სივრცეში გააქტიურებული დისკუსია გენდერული კვოტირების შესახებ ცხარე დებატების საგნად იქცა. სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებში მწიფდება განწყობა, რომ გენდერული კვოტირება აუცილებელია ქვეყანაში გენდერული თანასწორობის ხარისხის გასაუმჯობესებლად, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
რატომ არ არის ქალი კაცის თანასწორი საქართველოში? - საჯარო დისკუსია ბათუმში გამოქვეყნებული: 24 მარტი 2014 ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე აჭარის საკანონმდებლო ორგანოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა იმსჯელეს.
კანონი, სამართლიანობა და თანასწორობა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამოქვეყნებული: 24 მაისი 2013 არის თუ არა სახელმწიფო უუნარო რელეგიური ექსტრემიზმის პირისპირ? ჩამოუყალიბდა თუ არა საზოგადოებას მტრის ხატი სექსუალური უმცირესობების მიმართ17 მაისის შემდეგ კიდევ უფრო მძაფრად?
კანონი, სამართლიანობა და თანასწორობა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამოქვეყნებული: 17 მაისი 2013 „მე შენი სწორი ვარ“, ჩვენ კანონის წინაშე ერთნაირად ვალდებული ვართ და შესაბამისად კანონმა ერთნაირად უნდა დაგვიცვას ყველანი. მიუხედავად ამ ბანალური ჭეშმარიტებისა, ფობია განსაკუთრებით მძინვარებს ჰომოსექსუალთა მიმართ და ჰეტეროსექსუალებშიც, რადგან ფობია იმისა, რომ შესაძლოა „ჩემი ყველაზე ახლობელი ჰომოსექსუალი აღმოჩნდეს“ გაუთვითცნობიერებლად ძლიერია.
გენდერული დღის წესრიგი ქალთა და მამაკაცთა თანასწორი მონაწილეობისთვის გამოქვეყნებული: 28 მარტი 2013 რატომ აღიქმება გენდერული თანასწორობა საქართველოში საკითხად, რომელიც მარტო ქალებს ეხება? რას შეცვლის ქალების მოსვლა პოლიტიკაში და რატომ არ მოითხოვს ამას ქართული საზოგადოება?
ქალი, ოჯახი და საზოგადოება: ფემინისტური თვალთახედვა გამოქვეყნებული: 15 მარტი 2013 რას ნიშნავს ფემინიზმი და რატომ ითვლებიან ფემინისტები კრიზისის შემქმნელ გარკვეულ წრედ? რა როლს თამაშობს ოჯახი და რატომ იყენებენ პოლიტიკოსები საკუთარი „პიარისთვის“ ქალთა დასაქმებისა და ქართული ტრადიციების „მსხვერპლი“ ქალების მონაცემებს.
ქართული საზოგადოების ინკლუზიურობის შესაძლებლობები: განსხვავებულობის მიმღებლობის კულტურული და სამართლებრივი ასპექტები გამოქვეყნებული: 14 დეკემბერი 2012 რა საფრთხეებია ამ დროისთვის საქართველოში ეთნიკურ, რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობების უფლებების დაცვის მხრივ. ეს შეკითხვები დაისვა საჯარო დისკუსიაზე, რომელიც ბათუმში 2012 წლის 14 დეკემბერს გაიმართა თემაზე “ქართული საზოგადოების ინკლუზიურობის შესაძლებლობები: განსხვავებულობის მიმღებლობის კულტურული და სამართლებრივი ასპექტები“.
ქალური ტრადიცია ქართულ ლიტერატურაში: ახალი სახეები და მემკვიდრეობითობა გამოქვეყნებული: 4 ოქტომბერი 2012 საქართველოს კულტურული სივრცისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული კონკურსი “საბა” 2003 წელს დაარსდა და დღემდე ათჯერ ჩატარდა. ამ ათი წლის განმავლობაში გაცემული 85 პრემიიდან ქალებს მხოლოდ 17 მიენიჭა.
„ახალი“ იდენტობები საქართველოში: ტაბუ და უმცირესობები გამოქვეყნებული: 23 ივლისი 2012 საჭიროა თუ არა თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა კოლექტიური უფლებების საშუალებით? შესაბამისად, როგორ უნდა მოხდეს ფართო საზოგადოების მიერ უმრავლესობისგან განსხვავებული იდენტობის მიღება და აღიარება? უნდა იყოს თუ არა ეს ამოცანა შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის მიზანი?
ქალი საქართველოში: კულტურული ნორმები და სოციალური პასუხიმგებლობა გამოქვეყნებული: 28 მაისი 2012 მიუხედავად დეკლარირებული თანასწორობისა, აშკარად შესამჩნევია ქალების არყოფნა ქართულ პოლიტიკაში, სახელისუფლებო მმართველობის ყველა დონეზე. ამ თემაზე 28 მაისს ბათუმში, პრესკაფეში, გაიმართა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებული დისკუსია.
თავისუფლება და შიში გამოქვეყნებული: 16 მაისი 2012 ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში 16 მაისს გამართული საჯარო დისკუსია ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, რომელიც 17 მაისს აღინიშნება.
საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენება საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ - 2011 წელი გამოქვეყნებული: 2 მაისი 2012 „როგორც ჩანს, ადამიანის უფლებების მიმართ ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებაც ასეთია. შესაბამისად, ადამიანის უფლებებიც ისევეა დაცული, როგორიც არის მის მიმართ დამოკიდებულება. ან შეიძლება საზოგადოებაში სკეპტიციზმი იმდენად დიდია, რომ უკვე აღარავის სჯერა, რომ აქ ადამიანის უფლებები დაცული იქნება“ - ამ სიტყვებით გახსნა დისკუსია გოგი გვახარიამ.
სიძულვილი, როგორც დამამძიმებელი გარემოება: ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში გამოქვეყნებული: 27 მარტი 2012 2012 წლის 27 მარტს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც შეუწყნარებლობის მოტივი თითოეული დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვალა.