50 ქალი საქართველოდან (2013) (დასრულებული პროექტი) საქართველოში ბევრი ქალია, ვინც ახალს ქმნიდა, აღმოჩენებს აკეთებდა, იბრძოდა ცვლილებებისთვის და არ ეშინოდა სიახლის. ბიოლის ფონდი წარმოგიდგენთ ქართველ და უცხოელ ქალებს, რომლებმაც საქართველო შეცვალეს.
უცხო საკუთარ საზოგადოებაში: ლესბი, გეი, ბისექსუალი და ტრანსენდერი (ლგბტ) ადამიანების მდგომარეობა სამხრეთ კავკასიაში, 2012 2012 წელი განსაკუთრებული წელი იყო ლგბტ თემისთვის და ლგბტ მოძრაობის განსაჯაროებისთვის სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში. აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში იდენტობის, სექსუალური განსხვავებულობის/მრავალფეროვნების და სოციალური კონსტრუქტების შესახებ მწვავე საკითხების დაყენების თვალსაზრისით რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ავტორი ნინო ლეჟავა
ლგბტ-უფლებები სამხრეთ კავკასიაში ომები, სახელმწიფოებრიობის რღვევა, სოციალური და ეკონომიკური პრობლემები - სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფო: სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი საბჭოთა კავშირის დაშლიდან ათ წელიწადზე მეტ ხანს იდგა ეგზისტენციალური გამოწვევების წინაშე. სახელმწიფოებრივი სტრუქტურების კონსოლიდაციის, ტერიტორიული კონფლიქტების თუნდაც დროებით გაყინვის და დასავლეთ ევროპასთან დაახლოების შემდეგ ყურადღების ცენტრში სექსუალური უმცირესობების უფლებები მოექცა. ავტორი სილვია შტობერი
ილუზია და რეალობა ბაქოში: ლგბტ-უფლებები აზერბაიჯანში აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო 2012 წლის ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსს მომზადებული შეხვდა. ყველა სტუმარი გულღიად მიიღეს. „ბაქო ძალზე გახსნილი და ლიბერალური იყო“, ამგვარად აღწერს ქალაქში არსებულ განწყობას Stern.de-ს ჟურნალისტი იენს მაიერი. ავტორი სილვია შტობერი
სომხეთი: ჩაკეტილი საზოგადოება სერგო ფარაჯანოვი სომხების სიამაყეა. იგი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური კინორეჟისორია, რის გამოც კოლეგები მას ისევე განადიდებენ, როგორც ფრანგები ჟან-ლუკ გოდარს. თუმცა იმ ფაქტზე, რომ 1990 წელს გარდაცვლილ ფარაჯანოვს საბჭოთა კავშირის დროს ჰომოსექსუალიზმის ბრალდებით გადასახლებაში ხუთი წლის გატარება მოუწია, როგორც წესი არავინ არაფერს ამბობს. ავტორი სილვია შტობერი
საქართველო: თანამედროვეობას და შუასაუკუნეებს შორის სამხრეთ კავკასიაში ლგბტ-უფლებებისთვის ბრძოლის თვალსაზრისით 2012 წლის 17 მაისი ისტორიული თარიღია. ამ დღეს, რომელსაც მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ როგორც ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს, საქართველოს დედაქალაქის ცენტრში თავდაპირველად აქტივისტთა ჯგუფის დემონსტრაცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც სექსუალური უმცირესობების უფლებათა დაცვას მოითხოვდნენ. ავტორი სილვია შტობერი