წინამდებარე კრებული წარმოადგენს ჰბფ-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს ინიციატივით თბილისში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის „გამადიდებელი შუშით დანახული გენდერის წახნაგები“ ერთგვარ მცირე შეჯამებას.
სტატიაში წარმოდგენილია 1917-1921 წლებში საქართველოში მოქმედი ძირითადი პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბების ისტორია, მათი საქმიანობა რუსეთის საიმპერიო რეჟიმის პირობებში, მათი მოღვაწეობა 1917 წლის თებერვლის რევოლუციიდან საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე პერიოდში.
კრებული ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა მასმედიის როლი კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებში, ინდივიდუალური გამოხატვის ფორმები ფეისბუკზე, ლუგარის ცენტრზე რუსულ-ოსური დეზინფორმაციული შეტევის გავლენა სოციალური მედიის ქართველ მომხმარებელთა წარმოდგენებზე ცხინვალის შესახებ და კამპანიებისა და საპროტესტო აქციების მნიშვნელობა.
სურსათის ნარჩენების პრობლემურობა რამდენიმე განზომილებას მოიცავს, ესენია: გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ასპექტები. ნარჩენების არასწორად მართვა კი დაკარგული, ტყუილად დახარჯული რესურსია.
კვლევა მიზნად ისახავს მზის ელექტრული სადგურების შესაძლებლობების, მათი საჭიროებების კვლევასა და ენერგეტიკული პოლიტიკის კუთხით არსებული იმ პრობლემების იდენტიფიცირებას, რაც მზის ელექტროენერგეტიკის განვითარებას აფერხებს ქვეყანაში.
პლასტმასის ატლასის შექმნაზე მუშაობდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი და მოძრაობა "დაიხსენი თავი პლასტმასისგან. პირველი საერთაშორისო ვერსია გამოიცა ინგლისურ ენაზე. მოგვიანებით კი ითარგმნა ქართულ ენაზე. ქართულენოვან პუბლიკაციაში რამდენიმე სტატიაა საქართველოში პლასტმასის ნარჩენებსა და მართვაზე.