ქუდიანი კაცები და კალმიანი ქალები ისტორია და მისი ცოდნა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინდივიდების იდენტობის ჩამოყალიბებაში. იგი, ასევე, გვამცნობს საზოგადოებაში მნიშვნელოვანი და ლეგიტიმიზებული დისკურსებისა და ღირებულებების შესახებ. ავტორი თათა ბურდული
ამბივალენტურობა და „ჭეშმარიტი ისტორია“ სტატიაში ავტორი მიმოიხილავს ისტორიის სწავლებას გარდამავალ პროცესში და საისტორიო კვლევის მეთოდების გამოყენების მნიშვნელობას ისტორიის კონსტრუირების, ინტერპრეტაციისა და გაგებისთვის, რაც, საბოლოოდ, გავლენას ახდენს ახალგაზრდების დამოკიდებულებაზე ისტორიის მიმართ. ავტორი ქეთი სართანია
მუზეუმი ისტორიის სამსახურში: საცავიდან აგორამდე სტატიის ავტორი მიზნად ისახავს, მკითხველს გააცნოს, თუ როგორ იცვლება დღეს მუზეუმის ფუნქცია ეროვნული საგანძურის საცავიდან აგორამდე: თვითრეფლექსიური ცოდნის, საჯარო დისკუსიისა და ახალი კუთვნილებების განმტკიცების სივრცემდე. ავტორი ანა ლოლუა
სხვა გმირების ისტორია რა ღირებულებები შეიძლება გააძლიეროს ახალგაზრდებში ისტორიის სწავლებისას უმცირესობათა კულტურის რეპრეზენტაციამ? რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ისტორიის, როგორც სხვადასხვა კულტურის შეხვედრისა და შერწყმის ადგილის შესწავლას? ავტორი სოფო ზვიადაძე
პირველი რესპუბლიკები (1918-1920/21) სამხრეთ კავკასიაში: სახელმწიფოებრიობის ხანმოკლე გამოცდილებები ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან ერთად ატარებს სამხრეთ კავკასიის რეგიონულ კონფერენციას მეხსიერების პოლიტიკაზე. კონფერენციაზე მომხსენებლები ისაუბრებენ სამხრეთ კავკასიის პირველი რესპუბლიკების საფუძვლების და მემკვიდრეობის შესახებ.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - რეპრესირებული და მივიწყებული პოლიტიკური მოდელი ქართული სოციალ-დემოკრატია თავისი მსოფლმხედველობით და პოლიტიკური იდეებით გაცილებით ახლოს იყო ევროპელ სოციალ-დემოკრატებთან ჟორესთან, კაუცკისთან და სხვებთან, ვიდრე ინსტიტუციურად დაკავშირებულ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკურ ფრაქციასთან. ავტორი ირაკლი ირემაძე
1989 წელი 30 წლის შემდეგ ისტორიაზე საუბარს წყაროები სჭირდება. შესაბამისად, არქივები ევროპის ფორუმზე, დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. დახურული არქვივები პრობლემაა, თუმცა არა ყველა ქვეყანაში. მაგალითად, მონაწილემ ჩეხეთიდან, თქვა, რომ მათთვის არ არსებობს დახურული საკვლევი სივრცე ან არქივი. როგორ მოახერხეს ეს? ავტორი ქეთი სართანია
9 აპრილიდან 30 წლის შემდეგ - მცირე ანალიზი 9 აპრილი ჩემს მეხსიერებაში ძალიან ადრე შემოვიდა. მე 1986 წელს დავიბადე და 1989-ში 3 წლის ვიყავი... ერთადერთხელ მახსოვს, ან მგონია, რომ მახსოვს, რომ მთელი ოჯახი ტელევიზორის წინ იჯდა და ტიროდა.
რევოლუციური ბრძოლიდან სოციალურ ემანსიპაციამდე 1917 წლის 5 მარტს, დილის 11 საათზე კავკასიის მუშათა მოძრაობის უამრავმა წარმომადგენლმა და ათასობით რიგითმა მოქალაქემ თავი ნაძალადევში, თეატრის მოედანზე მოიყარა. შეკრებილ რევოლუციონერებს საბოლოო და დაზუსტებული ცნობები უნდა მიეღოთ პეტროგრადში განვითარებული მოვლენების შესახებ. ავტორი ლევან ლორთქიფანიძე
საერთაშორისო რევოლუციიდან ეროვნულ სახელმწიფომდე - საქართველოს სოციალ-დემოკრატიის შემთხვევა (1917-1921) მე-19 საუკუნის მიწურულს საქართველოს ხალხს რამდენიმე გამოწვევა ჰქონდა: ბატონ-ყმობის გაუქმებამ გლეხი კი გაათავისუფლა, მაგრამ მას მიწა არ მისცა და მისი გასაჭირიც არ შეცვალა; გათავისუფლებულ გლეხთა ნაწილი ქალაქისკენ დაიძრა და პროლეტართა რიგები შეავსო, შეეჯახა „ველურ კაპიტალიზმს“, სადაც არ იყო რეგულირებული საბაზისო შრომითი უფლებები. ავტორი ბექა კობახიძე