ევროპის ისტორიის ფორუმი
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზებით ყოველწლიურად ბერლინში ტარდება ევროპის ისტორიის ფორუმი, რომელიც ისტორიკოსებს, პოლიტიკოსებს, სოციალური მეცნიერებების და სამოქალაქო საზოგადოების ფართო სპექტრის წარმომადგენლებს აღმოსავლეთ, ცენტრალური და დასავლეთ ევროპიდან ერთ სივრცეში უყრის თავს, რათა გააძლიეროს ევროპის უახლესი ისტორიის კრიტიკული გააზრება.
30 წელი 1989 წლის შემდეგ: თავისუფლება რისგან? თავისუფლება რისთვის?
2019 წელს რიგით მერვე ევროპის ისტორიის ფორუმი 1989 წელს მიეძღვნა - 30 წელი 1989 წლის შემდეგ: თავისუფლება რისგან? თავისუფლება რისთვის?
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის ინიციატივით, წლევანდელ ფორუმში მონაწილეეების შესარჩევად საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გამოცხადდა ისტორიის კონკურსი, რომლის ფარგლებში სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევარებს, ისტორიკოსებსა და ვიზუალურ ანთროპოლოგებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ მცირე კვლევითი გრანტი და მოემზადებინათ აკადემიური სტატიები 1989 წლის მოვლენების შესახებ და გაეანალიზებინათ ამ წლის მნიშვნელობა საქართველოსთვის, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის.
ეპოქალური 1917 წელი: ემანსიპაციის ოცნება თუ კოშმარი?
2017 წლის, რიგით მეექვსე ფორუმი რუსეთის 1917 წლის რევოლუციას მიეძღვნა. "ეპოქალური 1917 წელი: ემანსიპაციის ოცნება თუ კოშმარი?", ასე ერქვა ორდღიან ღონისძიებას, რომელიც ამა წლის 22-23 მაისს გაიმართა. მასში რუსი, გერმანელი, სერბი, ბოსნიელი, მაკედონელი, უკრაინელი, ქართველი, სომეხი მომხსენებლები და დისკუსანტები იღებდნენ მონაწილეობას და მსჯელობდნენ, არა მხოლოდ ისტორიის ამ მონაკვეთის განხილვის აუცილებლობაზე, არამედ იმაზეც თუ რა პოლიტიკური მემკვიდრეობა დატოვა მან და რა პოლიტიკური გავლენა აქვს მას დღეს.