გამომცემლობა „პოეზია“ - ტიმოთი სნაიდერის წიგნის თარგმანი (2020-2021) პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს დისკუსიებს ერისა და სახელმწიფოს მშენებლობის შესახებ ქართულენოვანი პუბლიკაციის - „ერების რეკონსტრუქცია: პოლონეთი, უკრაინა, ლიტვა, ბელარუსი 1569-1999“ გამოქვეყნებით.
აფრა - დოკუმენტური ფილმი (2021) (მიმდინარე პროექტი) ფილმი ავტორის პირადი ბიოგრაფიის ელემენტებს მოიცავს და მისი გაყოფილი ოჯახის შესახებ ყვება.
კვლევისა და ადვოკატირების გზით სამშვიდობო პოლიტიკის პოზიტიური ტრანსფორმაციის ხელშეწყობა (2021) 2021 წლის თებერვლიდან, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი მხარს უჭერს სოციალური სამართლიალობის ცენტრს პროექტის - კვლევისა და ადვოკატირების გზით სამშვიდობო პოლიტიკის პოზიტიური ტრანსფორმაციის ხელშეწყობა ფარგლებში.
GIP - სამხრეთ კავსასიაში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ანალიზი (2021) (მიმდინარე პროექტი)ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტთან 2021 წლის მარტიდან თანამშრომლობს პროექტის - სამხრეთ კავსასიაში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ანალიზი ფარგლებში
საქართველოს რეგიონებში ფემინისტური რესურსების აღმოჩენა და გაძლიერება (2020) პროექტი მიზნად ისახავს, რეგიონალური ფემინისტური რესურსების ჩამოყალიბებას და/ან განვითარებას ადგილობრივად, შერჩეულ რეგიონებში, იმისათვის, რომ წამოიწყოს ფემინისტური დისკუსიები და ხელი შეუწყოს ადგილობრივი ფემინისტური შეხედულებების გაზიარებას, როგორც რეგიონების შიგნით, ასევე საჯარო განხილვებისას.
დოკუმენტური ფილმი "როგორი იყო ოთახი" (2020) ფილმი მოგვითხრობს მარგინალიზებული, თუმცა ძლიერად შეკავშირებული ქვიარ ერთობის, ქუთაისის ქალთა საფეხბურთო გუნდის შესახებ.
იკითხე პოლიტიკა (2020) იკითხე პოლიტიკა ორი ქალის ინიციატივაა. პროექტი თავის მთავარ მიზნად მკითხველში/ამომრჩეველში კრიტიკული პოლიტიკური აზროვნების ხელშეწყობას და პოლიტიკის, კრიტიკულად კითხვის წახალისებას ასახელებს.
თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2020 (დასრულებული პროექტი) 2020 წლის ბიენალე სახელწოდებით „რა გვაქვს საერთო“, ჩვენს ინდივიდუალისტურ და ფრაგმენტულად დანაწევრებულ საზოგადოებებში სწორედ არსებული საერთოობის საკითხის უფრო ღრმად შესწავლას აპირებს.
ფემინისტური პოდკასტების სერია „ფემინსტრიმი“ [2020] (დასრულებული პროექტი) ფემინისტური დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს მუშაობას კანონპროექტებსა და პოლიტიკურ აქტორებზე ზეგავლენას, ნაკლებ სივრცეს ტოვებს აქტივიზმის ალტერნატიული ფორმებისთვის. პროექტი ფემინსტრიმი, ქმნის სწორედ ასეთ ალტერნატიულ სივრცეს კრიტიკული გადააზრებისათვის, გვთავაზობს რა ნაკლებად ხილული თემების ანალიზს ფემინისტური ხედვით.
თანამედროვე თურქეთის საგარეო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ: მიდგომები და ტენდენციები (მიმდინარე პროექტი) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტთან 2019 წლის ნოემბრიდან თანამშრომლობს პროექტის - თანამედროვე თურქეთის საგარეო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ: მიდგომები და ტენდენციები ფარგლებში