პუბლიკაცია მომზადდა დამოუკიდებელ მედია-პლატფორმა „ნეტგაზეთთან“ ერთად განხორციელებული პროექტის "სამხრეთ კავკასიის ამბები" ფარგლებში და მასში შესულია სხვადასხვა ავტორის მიერ 2014-2018 წწ მომზადებული 22 სტატია.
პუბლიკაცია "მწვანე საკითხავი: თანამედროვე დისკუსია ეკოლოგიისა და განვითარების შესახებ" წარმოადგენს თარგმანების კრებულს და ის შემდეგ საკითხებს ეხმიანება.
„ფემინისტი დედის დღიურები” დედობის, როგორც სოციალური და პოლიტიკური ფენომენის, გადააზრების მცდელობაა და მკითხველს მსჯელობის, კრიტიკისა და ანალიზის საშუალებას სთავაზობს.
ნაშრომში გაანალიზებულია 1918-1921 წლების მოვლენების გადაფასების პროცესი, რაზე დაკვირვებაც ხდება იმჟამად მოღვაწე ისტორიკოსთა ნაშრომების, ოფიციალური დოკუმენტებისა თუ განცხადებების საფუძველზე.
დღევანდელ საქართველოში ქალები ძირითადად დაბალ და ნაკლებანაზღაურებად პოზიციებს იკავებენ. ამასთან, მათი დიდი ნაწილი დასაქმებულია არაფორმალურად და ვერ სარგებლობს მინიმალური სოციალური და შრომითი დაცვის მექანიზმებითაც კი.
თბილისი ყოვედღიურად ახალ იერ-სახეს იძენს. ამბიციური სამშენებლო პროექტები და მსხვილი უცხოური ინვესტიციები მუდმივად ცვლიან ქალაქის ლანდშაფტს. ეს უხეში განვითარება ხდება ქალაქის მაცხოვრებლებს შორის დისკუსიის საფუძველი: რა უნდა შენარჩუნდეს და რისი შეცვლაა შესაძლებელი? რისი გაყიდვა შეიძლება და რა ეკუთვნის საზოგადოებას? რისი დამახსოვრება გვინდა და რა არის ჩვენი ინსპირაციის წყარო?
წინამდებარე პუბლიკაცია წარმოადგენს სტატიებს კრებულს, რომელიც თავდაპირველად 2015 წელს გერმანულ ენაზე გამოსცა გერმანულმა ინტერდისციპლინურმა აკადემიურმა ჟურნალმა Osteuropa (7-10/2015). მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიერ ინიცირებული გერმანულენოვანი კრებული თავდაპირველად ევროპულ აუდიტორიაზე იყო გათვლილი, გადავწყვიტეთ, რომ ის ქართველი მკითხველისთვისაც ხელმისაწვდომი გაგვეხადა.