წიგნები

წინააღმდეგობის პოლიტიკა: გამოცდილება და პერსპექტივები

წარმოდგენილი კვლევა კულტურის, ბუნებრივი გარემოს დამცავ და მშრომელთა წინააღმდეგობის პოლიტიკას განიხილავს 2010 წლიდან მოყოლებული. თუმცა წინააღმდეგობის პოლიტიკაზე, მშრომელებისა თუ გარემოს დამცველების წუხილზე, კოლექტიური მობილიზების ფორმებსა და საფუძვლებზე საუბარი ყოველთვის რთულია ფარდობითი სურათის უქონლობის პირობებში.

დაკარგული ისტორია - საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვარი

"საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვრის" ისტორია იმჟამინდელი საზოგადოების სოლიდარობისა და თვითორგანიზების კულტურის აქამდე უცნობი ეპიზოდია. სოლიდარობისა და თვითორგანიზების კულტურის კვლევა კი დღეს იმით არის მნიშვნელოვანი, რომ გავაცნობიეროთ, რას დაეფუძნა წარსულში ურთიერთდახმარების ასეთი ძლიერი მოძრაობა და ვიმსჯელოთ - ისტორიული გამოცდილების გათვალისწინების გარეშე, შეგვიძლია თუ არა თანამედროვე, მძიმე სოციალურ და კულტურულ გამოწვევებს გავუმკლავდეთ.

ბრძოლა საჯარო სივრცისთვის: როცა პირადი პოლიტიკურია

საჯარო სივრცე გენდერულად მიკერძოებულია – ეს ფრაზა შეიძლება პროვოკაციულად ჟღერდეს, მაგრამ თუკი ვიკითხავთ, –  ვინ ჩანს ყველაზე მეტად საჯარო სივრცეში, ვის ინტერესებსა თუ კომფორტზეა ის მორგებული, პასუხების ძიებისას აღმოვაჩენთ, რომ საჯარო სივრცე დღემდე რჩება სათანადო რელიგიური აღმსარებლობისა და სექსუალური ორიენტაციის, ჯანმრთელი და ახალგაზრდა მამაკაცების კუთვნილებად. ქალებმა დიდი ბრძოლის შედეგად მოიპოვეს საჯარო სივრცის ფიზიკურად დაკავების უფლება, თუმცა, ქართულ კონტექსტში ეს უკანასკნელი დღემდე არაა გენდერულად მგრძნობიარე და ქალების საჭიროებებსა და უსაფრთხოებაზე მორგებული.

მწვანე ანთოლოგია. პოლიტიკა და ეკონომიკა მწვანეების თვალთახედვით

წარმოგიდგენთ კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ – კავკასიური სახლისა და ჰაინ­რიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს თანამშ­რომლობის შედეგად გამოცემულ პუბლიკაციას „მწვანე ანთოლოგია: პოლიტიკა და ეკონომიკა მწვანეების თვალთახედვით”.

ქალაქი ჩვენია! ურბანული პროტესტი და პოლიტიკა თბილისში

ჩვენი ახალი პუბლიკაციით გვინდა, სისტემურად და კრიტიკულად გავაანალიზოთ ბოლო წლების (2007-2015) თბილისში აღმოცენებული ურბანული მოძრაობები; განვსაზღვროთ თბილისის სა(მო)ქალაქო მოძრაობებში ჩართულ ძირითად ჯგუფთა თავისებურებები და სტრატეგიები.

ქალაქის კონტურები: ურბანისტული ლექციები ბიოლის ფონდში

წინამდებარე პუბლიკაცია წარმოგიდგენთ რეგიონული სასტიპენდიო პროგ­რამის ექსპერტის, ვლადიმერ ვარდოსანიძის ლექცია-სემინარების გადამუშავებულ ვერსიებს.

კერძოდან საჯარომდე - სოციალური სივრცის ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში

მოცემული პუბლიკაცია აერთიანებს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში მომზადებულ 11 სტატიას.

ქალაქი ნავთობის შემდეგ: ქალაქის მომავლის ისტორია

როგორ შეიცვლება ქალაქები, როდესაც წიაღისეულ (ტრადიციულ) ენერგიებს სრულად ჩაანაცვლებს განახლებადი ენერგიის წყაროები? რა გავლენას მოახდენს ენერგიის ალტერნატიული წყაროები საქალაქო სატრანსპორტო სისტემაზე, მდგარადობისა და მობილურობის პოლიტიკაზე? როგორ შეიცვლება ქალაქის იერსახე გლობალიზაციის ფონზე?

სისხლიანი მიწები: ევროპა ჰიტლერსა და სტალინს შორის

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი და რადარამი წარმოგიდგენთ ტიმოთი სნაიდერის წიგნის „სისხლიანი მიწები: ევროპა ჰიტლერსა და სტალინს შორის“ ქართულენოვან თარგმანს. ეს წიგნი ავტორის ზუსტი ხედვისა და ლიტერატორის დახვეწილი თხრობის ნაზავია, ის ძალიან ჰუმანური და ამავდროულად სულისშემძვრელი საკითხავია და ღრმა გააზრებას საჭიროებს, რათა სისხლიანი მიწები აღარასოდეს განმეორდეს. 

ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?

„ფემინისტი არ ვარ, მაგრამ...” – ეს ის ფრაზაა, რომელიც ძალიან ხშირად წინ უსწრებს წმინდა წყლის ფემინისტურ აზრს ან არგუმენტს. დასანანია, რომ მას ხშირად დამოუკიდებელი, ემანსიპირებული ქალები იშველიებენ. სწორედ ამიტომ, სრულიად ლოგიკურად დაისმის კითხვა – ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში და რატომ?