“საბჭოთა ტრავმა” ქალთა მეხსიერებაში სოფლად (2016-2017) (დასრულებული პროექტი) ქალთა საკითხებზე მომუშავე ფონდი ტასო ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს “საბჭოთა ტრავმა” ქალთა მეხსიერებაში სოფლად.
დავიწყებული ისტორია - მეხსიერება დაუმორჩილებლობასა და კოლაბორაციას შორის (2016) (დასრულებული პროექტი) 2016 წელს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SovLab) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან თანამშრომლობით განახორციელა პროექტი დავიწყებული ისტორია - მეხსიერება დაუმორჩილებლობასა და კოლაბორაციას შორის.
გორის ლექციები: „უცნობი“ საბჭოთა წარსული (2016) (დასრულებული პროექტი) თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდთან თანამშრომლობით აგრძელებს პროექტის ლექციები გორში: "უცნობი" საბჭოთა წარსული განხორციელებას.
„უცნობი“ისტორიები საბჭოთა გორიდან (2015) ინიციატივით „უცნობი“ისტორიები საბჭოთა გორიდან თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის, თავის ახალგაზრდა გორელ პარტნიორებს ზეპირი ისტორიების მეთოდოლოგიის შესწავლა და საბჭოთა გორის მეხსიერების მოკრებვა შესთავაზა.
ლექციების ციკლი: „ქალები სომხეთში: დაკარგული ისტორიების ძიებაში“ (2015-2016) (დასრულებული პროექტი) ორგანიზაციამ „ქალთა რესურს ცენტრი“ (სომხეთი) ფონდის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით სალექციო კურსი მოამზადა ფემინიზმის შესახებ. ლექციები 2015-16 წლებში შემოდგომაზე ჩატარდა.
ფემინსტრიმი (2015) (დასრულებული პროექტი) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა რადიოგადაცემის ფემინსტრიმი ციკლი. რადიოგადაცემების მოსმენა>>
გორის ლექციები: “უცნობი” საბჭოთა წარსული (2015) (დასრულებული პროექტი) არასამთავრობო ორგანიზაციამ თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან თანამშრომლობით განახორციელა პროექტი "გორის ლექციები: "უცნობი" საბჭოთა წარსული".
ვსაუბრობთ და ვმოქმედებთ გენდერული ძალადობის დასაძლევად (2015) (დასრულებული პროექტი) პროექტის მიზანს წარმოადგენდა რეგიონში (კერძოდ, გურიაში) გენდერული ცნობიერების ამაღლება, დისკრიმინაციისა და ძალადობის ფარული არსის გაცნობიერებისა და გენდერული სტერეოტიპების გააზრების ხელშეწყობა.
პერფორმანსი “საზღვრებს მიღმა დაკავშირებული ისტორიები” (2014) (დასრულებული პროექტი) სტერეოტიპების რღვევა და იმ ადამიანების ცხოვრების სამუდამოდ დაკავშირება, რომლებიც „მტრებად“ ითვლებიან - სწორედ ეს არის მიზანი, რისთვისაც ახალგაზრდა სომეხი და თურქი ქალების ჯგუფი გაერთიანდა.
კინოექსპრესი: სომხეთი-საქართველო (2014) (დასრულებული პროექტი) პროექტი, რომელიც 2014 წლის ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით განხორციელდა, მიზნად ისახავდა კულტურის (კონკრეტულად კი კინოს) გამოყენებას ინტერკულტურული დიალოგის წარმართვისთვის და კონფლიქტების ტრანსფორმაციის, შერიგებისა და სოციალური სამართლიანობის და სოციალურ-კულტურული მონაწილეობის მხარდაჭერისთვის სომხეთსა და საქართველოში.