ახალგაზრდული აქტივიზმის მწვანე პერსპექტივები სომხეთსა და საქართველოში 2016 წლის 22-24 მარტს, ქ. წახკაძორში (სომხეთი) ჩატარდა მწვანე აკადემიის საგაზაფხულო შეხვედრა ახალგაზრდული აქტივიზმის მწვანე პერსპექტივები სომხეთსა და საქართველოში. ღონისძიება სოციალური ტრანსფორმაციისა და მდგრადი განვითარებისთვის მებრძოლი ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტებისთვის, გარემოს დამცველებისთვის, ფემინისტებისთვის და ურბანისტებისთვის შექმნილი პლატფორმაა, რომლის წლევანდელი პროგრამა მწვანე პოლიტიკის დისკურსში სხვადასხვა საკითხების გადააზრებას დაეთმო.
ლექციების ციკლი: „ქალები სომხეთში: დაკარგული ისტორიების ძიებაში“ (2015-2016) (დასრულებული პროექტი) ორგანიზაციამ „ქალთა რესურს ცენტრი“ (სომხეთი) ფონდის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით სალექციო კურსი მოამზადა ფემინიზმის შესახებ. ლექციები 2015-16 წლებში შემოდგომაზე ჩატარდა.
#ElectricYerevan: ერთი ნაბიჯით წინ 19 ივნისს ერევანში ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფების გამო საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ამასობაში უკვე ჩამცხრალ მოძრაობას, რომელიც 6 ივლისს ბარიკადების დაშლით დროებით დასრულდა, დროთა განმავლობაში საკმაოდ ბევრი ადამიანი შეუერთდა. ავტორი ნინო ლეჟავა and Steffen Kolberg
ისლამური სახელმწიფო და სომხეთი: არარსებული წარსული და არარეალური მომავალი ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია საკმაოდ ახლოსაა სომხეთთან, დაახლოებით 400 კილომეტრში. ისლამური სახელმწიფოსგან მომდინარე საფრთხეები ისეთ გეოპოლიტიკურ და რეგიონულ კომპონენტებს მოიცავს, რომლებიც სომხეთის შეშფოთების საგანს წარმოადგენს. ავტორი ალექსანდრე ისკანდარიანი
სომხების გენოციდის სწავლებისადმი მიდგომა სომხეთის სკოლებში: სახელმძღვანელოები, სასკოლო რიტუალები და იკონოგრაფია სომხების გენოციდის ხსოვნის დღედ სომხეთში ოფიციალურად აღიარებულია 24 აპრილი, რომელიც უქმე დღეა. 1968 წლის 24 აპრილიდან ხალხს წიწერნაკაბერდის მემორიალზე ყვავილები მიაქვს. ბოლოდროინდელმა საველე დაკვირვებებმა გვიჩვენა, რომ გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 100 წლისთავზე მნიშვნელოვნად განსხვავდება წინა წლების ღონისძიებებისაგან, რასაც მომავალში უფრო ღრმა ანალიზი სჭირდება. ავტორი Satenik Mkrtchyan
სომხების გენოციდის 100 წლისთავის აღნიშვნა და მისი აღქმა საზოგადოებაში სომხების გენოციდის ასი წლისთავის ოფიციალური სიმბოლო ყვავილია - კესანე, რომელიც საზოგადოებას სომხების გენოციდის 100 წლისთავის სახელმწიფო საორგანიზაციო კომიტეტმა 2014 წლის 27 მაისს წარუდგინა. მისი მთავარი გზავნილია "გახსოვდეს!". თუმცა ამ სიმბოლოს მიმართ განსხვავებული მიდგომები თავიდანვე გაჩნდა. ავტორი Lusine Kharatyan
არაღიარებული დანაშაულის გორდიას კვანძი: შეხედულებები სომხების გენოციდის 100 წლისთავზე სომხეთიდან 2015 წლის 24 აპრილს სომხეთმა და სომხურმა დიასპორამ აღნიშნა ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდის 100 წლისთავი. მაშინ, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები განსხვავებულად უდგებიან გენოციდის აღიარების საკითხს, შეხედულებები ამ ტრაგიკული წარსულის გააზრებასთან დაკავშირებით და გარესამყაროსთვის მიწოდების თაობაზე განსხვავდება თავად სომხეთშიც. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი წარმოგიდგენთ საკითხის პოლიტიკური, კულტურული და სოციალური ასპექტების მოკლე მიმოხილვებს, მომზადებული ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ყოფილი სტიპენდიატების მ. ზოლიანის, ი. სარგისიანის, ლ. ხარატიანის და ს. მკრტჩიანის მიერ.
სომხეთ-თურქეთის დიალოგი: ყველა პრობლემის მიუხედავად? სომხეთსა და თურქეთს მჭიდრო ისტორიული ურთიერთობები აკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ დონეზე ურთიერთობები გამუდმებით უარესდება ან უმჯობესდება, სომხეთსა და თურქეთში მთავრობები იცვლება, ხოლო ერთმანეთის მიმართ ჩვეული მტრული რიტორიკა არ ნელდება, განსაკუთრებით სომხების გენოციდის 100 წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით, ეს ორი ქვეყანა ისტორიულად განუყოფელია. ავტორი Izabella Sargsyan
გახსოვდეს და მოითხოვდე: როგორ ხვდება სომხეთი და დიასპორა სომხების გენოციდის 100 წლისთავს 2015 წლის გაზაფხულზე ერევნის ქუჩები კესანეს გამოსახულებებით გაივსო. ეს ყვავილი გენოციდის ხსოვნის სიმბოლოდ შეირჩა. მასთან ერთად ხშირად ნახავთ დევიზს "გახსოვდეს და მოითხოვდე". ავტორი Mikael Zolian
დემოკრატიული საჯარო სივრცის მოწყობა ერევანში (2014) (დასრულებული პროექტი) 2014 წლის თებერვალში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ინსტიტუტმა (ერევანი, სომხეთი) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პროექტი - დემოკრატიული საჯარო სივრცის მოწყობა ერევანში.