მარილი თმაში რა წინაღობები ხვდებათ ახალგაზრდა მიგრანტ ქალებს ზრუნვის შრომაში და როგორ იპყრობს ზრუნვის პოლიტიკურობა მათ ყველაზე პერსონალურს? ტექსტში ავტორი აღწერს ოპერად (Au-pair) მუშაობის პირად გამოცდილებას და უღრმავდება იმ ემოციურ შრეებს, რაც თან ახლავს გენდერულად და გეოპოლიტიკურად წინასწარ განსაზღვრულ ზრუნვის სამუშაოს.
მარილი თმაში რა წინაღობები ხვდებათ ახალგაზრდა მიგრანტ ქალებს ზრუნვის შრომაში და როგორ იპყრობს ზრუნვის პოლიტიკურობა მათ ყველაზე პერსონალურს? ტექსტში ავტორი აღწერს ოპერად (Au-pair) მუშაობის პირად გამოცდილებას და უღრმავდება იმ ემოციურ შრეებს, რაც თან ახლავს გენდერულად და გეოპოლიტიკურად წინასწარ განსაზღვრულ ზრუნვის სამუშაოს.
ანტიგენდერული მოძრაობები და საქართველო სტატიაში აღწერილია ანტიგენდერული მობილიზების სხვადასხვა მაგალითი გლობალურად დემოკრატიის კრიზისის და მემარჯვენე პოპულისტური ავტორიტარიზმების გაძლიერების კონტექსტში. ავტორი ყურადღებას ამახვილებს ანტილიბერალური, ანტიდემოკრატიული დისკურსების შინაარსზე, ისეთ კონტექსტებში, როგორიცაა უნგრეთი, პოლონეთი და საქართველო. ავტორი ნარგიზა არჯევანიძე
პესტიციდები საქართველოში: რა უნდა ვიცოდეთ სოფლის მეურნეობის პროდუქტების უვნებლად წარმოებისა და მოხმარებისთვის? სტატიის ავტორი საქართველოში პესტიციდების მოხმარების ამჟამინდელ პრაქტიკას აანალიზებს, გვიჩვენებს ძირითად გამოწვევებს, რაც ფერმერებს და მომხმარებლებს უდგათ და გვიზიარებს ხედვებს პესტიციდების მოხმარების უკეთ რეგულირებისთვის. ავტორი ილია კუნჭულია
ამნისტია – ჰუმანური აქტი თუ მიწის მიტაცება? სტატიაში განხილულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2023 წლის 15 ნოემბერს მიღებული კანონი „ამნისტიის შესახებ”, რომელიც ორი თვით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით იქნა წარდგენილი პარლამენტში. ავტორი ქეთი გუჯარაიძე
ქუდიანი კაცები და კალმიანი ქალები ისტორია და მისი ცოდნა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინდივიდების იდენტობის ჩამოყალიბებაში. იგი, ასევე, გვამცნობს საზოგადოებაში მნიშვნელოვანი და ლეგიტიმიზებული დისკურსებისა და ღირებულებების შესახებ. ავტორი თათა ბურდული
დეპრესია - საჯარო გრძნობა წარმოგიდგენთ ენ ცვეტკოვიჩის ტექსტის ქართულენოვან თარგმანს "დეპრესია - საჯარო გრძნობა" ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მიერ გამოცემული ფემინისტური კრებულიდან "ქვიარ გრძნობები".
მოქალაქეობისა და სახელმწიფოების მიჯნაზე: ჩეჩნეთიდან ლტოლვილები პანკისში სტატია მოკლედ მიმოიხილავს 90-იანი წლების ბოლოდან საქართველოში ჩამოსული ჩეჩენი და ქისტი ლტოლვილების ისტორიას, გამოცდილებას და ჩეჩნეთიდან ლტოლვილების მიმართ პოლიტიკას 2000-იანი წლებიდან დღემდე. ავტორი მარიამ შალვაშვილი
სხეულის ახლებურად გააზრება და თმის დაკარგვასთან დაკავშირებული გარეგნობის გარდაქმნის პრაქტიკები სტატია ემყარება ქეთევან ლაფაჩის მიმდინარე სადოქტორო კვლევას, რომელიც მიზნად ისახავს თმის დაკარგვასთან დაკავშირებული პრაქტიკების შესწავლასა და გაანალიზებას. ამ პრაქტიკების კონცეპტუალიზაციისთვის ავტორი მიმოიხილავს ლიტერატურას, რომელიც სხეულისა და დისკურსის ურთიერთმიმართებას აანალიზებს, ასევე ეხება იმ აკადემიურ ტექსტებს, რომლებიც აქცენტს სხეულის ახლებურად გაგებაზე აკეთებენ. ავტორი ქეთევან ლაფაჩი
პარანოიდული კითხვა და რეპარაციული კითხვა, ან – შენ ისეთი პარანოია გაქვს, რომ გგონია, ეს სტატია შენზეა წარმოგიდგენთ ივ სეჯვიკის ტექსტის ქართულენოვან თარგმანს "პარანოიდული კითხვა და რეპარაციული კითხვა, ან – შენ ისეთი პარანოია გაქვს, რომ გგონია, ეს სტატია შენზეა" ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მიერ გამოცემული ფემინისტური კრებულიდან "ქვიარ გრძნობები".