საზღვრებს მიღმა. კონფლიქტი და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში წარმოგისგენთ სტატიებს, რომლებიც თავდაპირველად 2015 წელს გერმანულ ენაზე გამოსცა გერმანულმა ინტერდისციპლინურმა აკადემიურმა ჟურნალმა Osteuropa (7-10/2015). მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიერ ინიცირებული გერმანულენოვანი კრებული თავდაპირველად ევროპულ აუდიტორიაზე იყო გათვლილი, გადავწყვიტეთ, რომ ის ქართველი მკითხველისთვისაც ხელმისაწვდომი გაგვეხადა.
ბრექსიტის შემდეგ: საით გაუწევია ევროკავშირს? დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს. როგორი იქნება დღეიდან მოყოლებული ევროკავშირის ბედი? როგორ მოხერხდება ევროკავშირის ფარგლებში პოლიტიკური ერთიანობის გამყარება? ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თანაპრეზიდენტის რალფ ფიუკსის კომენტარი ბრექსიტის მოკლევადიან ეფექტსა და ევროკავშირის გრძელვადიან პერსპექტივაზე. ავტორი რალფ ფიუქსი
ვებ-დოსიე: საქართველოს ევროატლანტიკური ვექტორი ნატოს სამიტის მოლოდინში საქართველოს პოლიტიკური გეზი ზოგადად ევროპისკენ, და კონკრეტულად - ნატოსა და ევროკავშირისკენ, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ოქტრომბრის არჩევნებში. ვარშავის ნატოს სამიტის მოლოდინში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი გთავაზობთ მორიგ ვებ-დოსიეს, სადაც განიხილება ნატო-საქართველოს ურთიერთობები და მცირე ქვეყნების სუვერენული უფლებები უსაფრთხოების კონტექსტში.
საქართველოს ნეიტრალობის შეუძლებლობა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წარმატება უდიდესი წვლილი იქნებოდა მცირე ქვეყნების სუვერენიტეტის უფლებების დაცვის საქმეშიც და ევროპული უსაფრთხოების წესრიგის აღდგენაში. ავტორი მამუკა წერეთელი
რატომ არის ნატოში გაწევრიანება საქართველოს გადარჩენის გზა რაც არ უნდა ელოდოს საქართველოს პოლიტიკური მოვლენებით სავსე წელს, მან მტკიცედ უნდა მისდიოს თავის არჩეულ გზას ევროპისა და დასავლეთის მიმართულებით. უპირველეს ყოვლისა, ეს ნიშნავს მზარდ ძალისხმევას ნატოსთან დაახლოების მიმართულებით, რაც არის ერთადერთი სამხედრო გარანტია ექსპანსიონისტური რუსეთის წინააღმდეგ. ავტორი გიორგი ცხადაია
ვებ-დოსიე: ისლამური სახელმწიფო ერთი შეხედვით: ისლამი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში ისლამური სახელმწიფოს ვანდალიზმმა და შეუიარაღებელი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ სამხედრო ძალის მხეცურმა, არაადამიანურმა გამოყენებამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლება თუ საზოგადოება შოკში ჩააგდო. ისლამისტ აჯანყებულთა თავაწყვეტილი სისასტიკის წინაშე გაჩენილი დაუცველობის შეგრძნებაზე არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში საუბრობენ, არამედ მთელ მსოფლიოში, შეერთებული შტატებიდან დაწყებული, ჩინეთით დამთავრებული.
ისლამური სახელმწიფო და სომხეთი: არარსებული წარსული და არარეალური მომავალი ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია საკმაოდ ახლოსაა სომხეთთან, დაახლოებით 400 კილომეტრში. ისლამური სახელმწიფოსგან მომდინარე საფრთხეები ისეთ გეოპოლიტიკურ და რეგიონულ კომპონენტებს მოიცავს, რომლებიც სომხეთის შეშფოთების საგანს წარმოადგენს. ავტორი ალექსანდრე ისკანდარიანი
ისლამური სახელმწიფო და საქართველოს მუსლიმური თემი ისლამური სახელმწიფოს ფორმირება, პოლიტიკური და გეოგრაფიული თვალსაზრისით, მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას გულისხმობს. ამ ცვლილებებისათვის საქართველო, როგორც ტერიტორია, არ წარმოადგენს პირდაპირი ინტერესის ობიექტს თუ არ იქნება შესაბამისი პირობები – განსაკუთრებით მხარდამჭერთა სიმრავლე. ავტორი Ruslan Baramidze
აზერბაიჯანი ისლამური სახელმწიფოს მოლოდინში: რეგიონში ყველაზე დიდი მეჩეთი, ახალი ჰაჯი, ისლამისტთა დაკავების ახალი ტალღა... რა იქნება შემდეგი? 2015 წლის 29 ივნისს ზუსტად ერთი წელი შესრულდა, რაც მსოფლიო ხალიფატი, ანუ ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო, იგივე „ელისი“, გამოცხადდა. ავტორი სერგეი რუმიანცევი