შრომის გატანა თავის გასატანად - მიგრანტ ქალთა ისტორიები (2021) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი მხარს უჭერს „ბათუმელებს“ მედია კამპანიის განხორციელებაში. კამპანია შედგება მულტიმედიური ისტორიებისგან, პოდკასტებისa და დოკუმენტური ფილმისგან, რომელიც ასახავს მიგრანტი ქალების პრობლემების აღწერას.
სამუშაო შეხვედრები კონფლიქტების ტრანსფორმაციასა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე (დასრულებული პროექტი) 2019 წლის მარტიდან ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი მხარს უჭერს ახალ პროექტს, რომელიც გულისხმობს საქართველოს ოთხ რეგიონულ უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრების ჩატარებას კონფლიქტების ტრანსფორმაციასა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე.
სამხრეთ კავკასიის ამბები და ისტორიები - 2019 (მიმდინარე პროექტი) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი აგრძელებს თანამშრომლობას ნეტგაზეთთან პროექტის ფაგრლებში "სამხრეთ კავკასიის ამბები და ისტორიები".
ფემინისტი დედის დღიურები (2017) (დასრულებული პროექტი) პროექტის მიზანია დედობის, როგორც გამოცდილებისა და როგორც ინსტიტუციის წინააღმდეგობრივ ასპექტებზე ფემინისტური დისკუსიის წამოწყება.
მწვანე იდეები საქართველოს პროგრესული განვითარებისთვის (2016) (დასრულებული პროექტი) 2016 წელს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრმა - კავკასიური სახლი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით განახორციელა პროექტი - მწვანე იდეები საქართველოს პროგრესული განვითარებისთვის. პროექტის მიზანს წარმოადგენდა მდგრადი განვითარების პრინციპებისა და ევროპის მწვანე პოლიტიკური დღის წესრიგის ძირითადი საკითხების გააზრების ხელშეწყობა საქართველოში.
„უცნობი“ისტორიები საბჭოთა გორიდან (2015) ინიციატივით „უცნობი“ისტორიები საბჭოთა გორიდან თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის, თავის ახალგაზრდა გორელ პარტნიორებს ზეპირი ისტორიების მეთოდოლოგიის შესწავლა და საბჭოთა გორის მეხსიერების მოკრებვა შესთავაზა.
ლექციების ციკლი: „ქალები სომხეთში: დაკარგული ისტორიების ძიებაში“ (2015-2016) (დასრულებული პროექტი) ორგანიზაციამ „ქალთა რესურს ცენტრი“ (სომხეთი) ფონდის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით სალექციო კურსი მოამზადა ფემინიზმის შესახებ. ლექციები 2015-16 წლებში შემოდგომაზე ჩატარდა.
საერთაშორისო გენდერული ვორქშოფები (2012-2015) (მიმდინარე პროექტი) საერთაშორისო გენდერული ვორქშოფების სერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სხვადასხვა ოფისებს შორის კოოპერაციას წარმოადგენს. ვორქშოფზე გენდერული პროგრამების კოორდინატორები და მათი პარტნიორი ექსპერტები გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს.
ფემინსტრიმი (2015) (დასრულებული პროექტი) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა რადიოგადაცემის ფემინსტრიმი ციკლი.რადიოგადაცემების მოსმენა>>
გორის ლექციები: “უცნობი” საბჭოთა წარსული (2015) (დასრულებული პროექტი) არასამთავრობო ორგანიზაციამ თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან თანამშრომლობით განახორციელა პროექტი "გორის ლექციები: "უცნობი" საბჭოთა წარსული".