წიგნები და პუბლიკაციები

სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მდგრადი ენერგეტიკის პოლიტიკა: განვითარების შესაძლებლობები და არჩევანი

გამოქვეყნებული: 30 ოქტომბერი 2015

წინამდებარე პუბლიკაცია წარმოადგენს 2015 წელს ჰბფ სამხრეთ კავკასიის ბიუროს მიერ განხორციელებული და ამავე წლის ივნისში ინგლისურ ენაზე გამოცემული კვლევის „სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მდგრადი ენერგეტიკის პოლიტიკა: განვითარების შესაძლებლობები და არჩევანი” ქართულ ვერსიას. კვლევა ეფუძნება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში 2015 წლის მაისის თვემდე არსებულ მონაცემებს.

გადმოტვირთვა

Please select a file format.

pdf mobi epub

ანტიგენდერული მოძრაობის აღმასვლა - ბრძოლა გენდერული თანასწორობისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

გამოქვეყნებული: 26 იანვარი 2016

კრებული "ანტიგენდერული მოძრაობის აღმასვლა" შედგენილია ჰბფ-ის მიერ ბერლინში ჩატარებული საერთაშორისო გენდერული კონფერენციის მასალების მიხედვით. ეს მასალები განსაკუთრებით საინტერესო იქნება სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის, რადგან აქ თავმოყრილი სტატიები მკითხველს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შესახებაც გაუფართოებს თვალსაწიერს.

ქალაქი ნავთობის შემდეგ: ქალაქის მომავლის ისტორია

გამოქვეყნებული: 17 მარტი 2015

როგორ შეიცვლება ქალაქები, როდესაც წიაღისეულ (ტრადიციულ) ენერგიებს სრულად ჩაანაცვლებს განახლებადი ენერგიის წყაროები? რა გავლენას მოახდენს ენერგიის ალტერნატიული წყაროები საქალაქო სატრანსპორტო სისტემაზე, მდგარადობისა და მობილურობის პოლიტიკაზე? როგორ შეიცვლება ქალაქის იერსახე გლობალიზაციის ფონზე?

სამხრეთი კავკასია გზაჯვარედინზე: რთული რეალობა და დიდი მოლოდინები

გამოქვეყნებული: 17 ივნისი 2014

ფონდის საიუბილეო კონფერენციის „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის 10 წელი რეგიონში: სამხრეთ კავკასია გზაჯვარედინზე” მასალები. 5-6 ივნისი, 2013. თბილისი

რესურსების პოლიტიკა სამართლიანი მომავლისთვის

გამოქვეყნებული: 5 ივნისი 2014

Publication Series on Ecology 38: How could a just and democratic resource politics look like that respects both planetary boundaries and human rights? The Memorandum “Resource Politics for a Fair Future” is the outcome of a two-year international dialogue process of the Heinrich Böll Foundation.

გადმოტვირთვა

Please select a file format.

pdf pdf

საქართველო: მწვანე პოლიტიკის ისტორია

გამოქვეყნებული: 27 მარტი 2014

პუბლიკაციით „საქართველო: მწვანე პოლიტიკის ისტორია“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი ქართულ პოლიტიკურ და აკადემიურ სივრცეს სთავაზობს საქართველოს უახლესი პოლიტიკური ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფრაგმენტის (1987-2003 წწ) ანალიზს.

ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?

გამოქვეყნებული: 20 თებერვალი 2014

„ფემინისტი არ ვარ, მაგრამ...” – ეს ის ფრაზაა, რომელიც ძალიან ხშირად წინ უსწრებს წმინდა წყლის ფემინისტურ აზრს ან არგუმენტს. დასანანია, რომ მას ხშირად დამოუკიდებელი, ემანსიპირებული ქალები იშველიებენ. სწორედ ამიტომ, სრულიად ლოგიკურად დაისმის კითხვა – ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში და რატომ?

როგორ დავძლიოთ სიძულვილის ენა?

გამოქვეყნებული: 18 თებერვალი 2014

გამოცემა მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს პროექტის „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში: ლაკმუსის ტესტი ადამიანის უფლებებისა და სოციალური ტოლერანტობისათვის“ ფარგლებში.