საბჭოთა წარსულის გააზრება

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზებით  ყოველწლიურად ბერლინში ტარდება ევროპის ისტორიის ფორუმი, რომელიც ისტორიკოსებს, პოლიტიკოსებს, სოციალური მეცნიერებების და სამოქალაქო საზოგადოების ფართო სპექტრის წარმომადგენლებს აღმოსავლეთ, ცენტრალური და დასავლეთ ევროპიდან ერთ სივრცეში უყრის თავს, რათა გააძლიეროს ევროპის უახლესი ისტორიის კრიტიკული გააზრება. 2019 წელს რიგით მერვე ევროპის ისტორიის ფორუმი 1989 წელს მიეძღვნა - 30 წელი 1989 წლის შემდეგ: თავისუფლება რისგან? თავისუფლება რისთვის?