სასტიპენდიო პროგრამა

2020 წლიდან, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი თანამშრომლობს  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამასთან. ყოველწლიურად, ფონდის თბილისის ოფისი სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხული მაქსიმუმ ორი სტუდენტისთვის აწესებს სტიპენდიას მოცულობით - თვეში 400 ევროს ექვივალენტი ლარში. სტიპენდია შესაძლოა გაგრძელდეს სამი წლის განმავლობაში. 

სტიპენდიის პროგრამაში შერჩეული აპლიკანტები ვალდებული იქნებიან, შეასრულონ ყველა ის მოთხოვნა, რომლებიც განსაზღვრულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის. სტიპენდიის განახლება დამოკიდებული იქნება სტიპენდიანტის მიერ ყოველწლიურად სადოქტორო პროგრამის მოთხოვნების შესაბამისობის შესრულებასა და აკადემიურ მოსწრებაზე. სტიპენდიატები ასევე ვალდებულები იქნებიან წარმოადგინონ ყოველწლიური ანგარიში, რომელიც უკავშირდება მათ საველე კვლევას ან წარმოადგინონ აკადემიური სტატია, რომელიც გამოქვეყნდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ვებგვერდზე. გარდა ამისა, სასურველია,  სტიპენდიატებმა მონაწილეობა მიიღონ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიებსა ან კონფერენციებში.

 

Placeholder Image for Video Content

ჩვენი სტიპენდიანტების სტატიები

სტიპენდიანტები