Energy with flags

ცვლილების მანდატით: შეძლებს თუ არა საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს ეფექტურ თავმჯდომარეობას?

მიუხედავად იმისა, რომ ქართული კულტურული თვითმყოფადობისთვის თამადობა – ტრადიციული  ცერემონიების გაძღოლა – სიახლე არ არის, ენერგეტიკული გარდაქმნის გზაზე მდგარ საქართველოს ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს მეთაურობა პირველად მოუწევს. მაგრამ რას ნიშნავს ეს პრეზიდენტობა რეალურად? მხოლოდ ცერემონიული როლია თუ საქართველოსთვის რეალური გავლენის მიმნიჭებელი ენერგეტიკული ტრანსფორმაციის გზაზე? შეძლებს თუ არა ქვეყანა ამ ახალ როლში რეგიონული თანამშრომლობის გაძღოლას, საკუთარი შიდა პოლიტიკური გამოწვევებისა და ევროკავშირთან  არსებული დაძაბულობის გათვალისწინებით? იქცევა კი ეს პრეზიდენტობა სტრატეგიული ლიდერობის მომენტად, რაც ასე ძალიან ესაჭიროება ქვეყანას წლების განმავლობაში შეჩერებული რეფორმების და  ევროპული კურსისადმი ბოლოდროინდელი სკეპტიციზმის ფონზე?
პუბლიკაციის ყდა

ტრანსკავკასიური საუღელტეხილო რკინიგზა და წინააღმდეგობა საბჭოთა საქართველოში

გასული საუკუნის 1970-იან წლებში, საბჭოთა კავშირში დამტკიცდა ტრანსკავკასიური საუღელტეხილო სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის პროექტი – 188-კილომეტრიანი რკინიგზის, რომელიც მოიცავდა ასამდე ხიდსა და 23,5-კილომეტრიან გვირაბს, სადგურ ქსნიდან არაგვის ხეობის გავლით ფშავ-ხევსურეთს გაივლიდა, გადაკვეთდა კავკასიონის ქედს, გაივლიდა ინგუშეთს და საბოლოოდ, ქალაქ ორჯონიკიძესთან, სადგურ ბესლანს შეუერთდებოდა. 
საქართველოს მზაობა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფებისადმი

საქართველოს მზაობა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფებისადმი

კლიმატის ცვლილება გლობალური პროცესია. მის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭიროა ისეთი გლობალური მიდგომების გამოყენება, რომლებიც ერთდროულად მიმართულია როგორც კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრისაკენ, ასევე მისი უარყოფითი ზემოქმედების შესუსტებისაკენ. 
ყდა

საქართველოს ენერგეტიკული ტრანზიცია

დოკუმენტის მიზანი არ არის დაგეგმილი პოლიტიკის ღონისძიებების ეფექტიანობის შეფასება და ანალიზი. დოკუმენტი განკუთვნილია დაინტერესებული მკითხველების ფართო წრისთვის, რათა გამოკვეთოს ენერგეტიკულ ტრანზიციის საკვანძო საკითხები და წაახალისოს დისკუსია ამ მიმართულებით.

მსგავსი თემები